შსს: აქციაზე ერთი პოლიციელი დაშავდა, მოგიწოდებთ, თავი შეიკავეთ ძალადობისგან
შსს აცხადებს, რომ პოლიციის მოწოდების მიუხედავად, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში და „არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, შეკრებილთა
ნაწილი სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას
აყენებს“.
სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეთაგან „სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო
დაწესებულებაშია გადაყვანილი“.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, - აცხადებს სამინისტრო 23:35 საათზე გავრცელებულ განცხადებაში.
სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერებაზე, გრძელდება/
მცირე ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდა.
მის გამოჩენას აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ და ისმოდა შეძახილები - „სალომე“, „სალომე“.
„იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დასრულდება სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს“, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.