Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

ჩინურმა კონცერნმა უარი თქვა რუსეთისთვის ავტომობილ "აურუსების" წარმოებაზე

0
ჩინურმა კონცერნმა FAW Hongqi-მა ჩაშალა გარიგება, რომელიც რუსეთში პრემიუმ კლასის ლიმუზინის "აურუსის" აწყობას ითვალისწინებდა. წარმოების დაწყება ამ წლის ბოლოს პეტერბურგში, "ტოიოტას" ყოფილ ქარხანაში იგეგმებოდა. როგორც რუსული გამოცემა "ვედომოსტი" წერს, ეს განზრახვა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.


გარიგების დადებაზე უარის თქმის მიზეზი გახდა "აურუსის" წინააღმდეგ სანქციების დაწესება.



მანამდე, რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა დენის მანტუროვმა განაცხადა, რომ "აურუსის" გამოშვება ამ წლის ბოლომდე დაიწყებოდა. მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, გარიგების გაუქმების გამოცხადების შესახებ ცნობის პასუხად, განაცხადა, რომ გეგმები აქტუალურია და მასობრივი წარმოების დაწყების ვადა მოქნილია.


ჩრდილოეთ კორეაში ბოლო ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს აჩუქა რუსული ლიმუზინი „აურუსი“, რითაც დაარღვია გაეროს სანქციები, რომლებიც გაერომ დაუწესა ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ბირთვული პროგრამის შემუშავების გამო.



როგორც Reuters-მა გაარკვია, ამ მანქანის ბევრი ნაწილი სამხრეთ კორეიდან შეაქვთ რუსეთში. Reuters-ი აღნიშნავს, რომ სამხრეთკორეული კომპანიები „აურუსის“ უმსხვილეს მიმწოდებლებს შორის იყვნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორც გამოცემა აღნიშნავს, სამხრეთ კორეიდან მიწოდება არ შეჩერებულა და 2022 წლის თებერვლიდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ მინიმუმ ხუთი მილიონი დოლარი შეადგინა.



2024 წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „აურუსის“ ქარხანას, რომელიც თათრეთის ქალაქ ელაბუგაში მდებარეობს.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Соболенко — третий год подряд в финале в Австралии. Арина подобралась к величию Граф и Селеш






Умер известный советский и российский актер Фоменко

Путин поздравил МГУ с 270-летием

Мосбиржа повысила границы ценового коридора дорожающих акций «ПИКа»

Актер Владимир Фоменко умер на 85-м году жизни от отека легких