რუსეთის ყუბანის და როსტოვის რეგიონების ხელისუფლებებმა დრონების თავდასხმის შესახებ განაცხადეს
რუსეთის კრასნოდარის და როსტოვის რეგიონების ხელისუფლებებმა განაცხადეს, რომ 28 ნოემბრის ღამით რეგიონს თავს დაესხნენ უკრაინული დრონები.
კრასნოდარის ტერიტორიის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის თქმით, დრონის ნამსხვრევების შედეგად ყუბანის სლავიანსკში ერთ-ერთი სახლის დიასახლისი დაშავდა და მანქანა დაზიანდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩამოაგდო 25 საფრენი აპარატი, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში უკრაინიდან შევიდნენ.
უკრაინის არმია სულ უფრო ხშირად ახორციელებს დრონებით დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე კრიტიკულ სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე.