Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

უფლებადამცველ ორგანიზაციებს ჯერჯერობით 16 დაკავებულის შესახებ აცნობეს

0
29 ნოემბრის დილის ცხრის ნახევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ამ ეტაპზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე ინფორმაცია შემოვიდა 16 პირზე, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში”.




თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.


„ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.


28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.




აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Серб Новак Джокович поздравил россиянина Даниила Медведева с днем рождения






«Зефир с металлом»: Роспотребнадзор начал проверку опасных сладостей

Алко о двух концах // Ограничения на продажу спиртного в Подмосковье могут подтолкнуть нелегальную торговлю

В России хотят ввести выплату за долгий брак: какие пары смогут ее получить

Учимся с умом: не дайте ИИ задурить вам голову