Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

აქციაზე პოლიციელებმა ჩვენი ჟურნალისტი დააკავეს და სცემეს - „პუბლიკა“

0
ონლაინ-გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლისას დააკავეს - იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.


„პუბლიკის“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქეშელაშვილი ამჟამად კლინიკაში გადაჰყავთ.


„როგორც ჟურნალსიტი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში“, - წერს გამოცემა.




გამოცემის ცნობით, პოლიციამ ჟურნალისტს კამერები წაართვა.


მათივე ცნობით, იგი უკვე გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე.




29 ნოემბერს, ნაშუაღამევს, - როდესაც ჰაერის ტემპერატურა 5°C იყო, - პოლიციამ საპროტესტო დემონსტრაცია დაშალა.


დაშავდა არაერთი ჟურნალისტი.


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშულებების გამოყენების ფაქტები და მათ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.




 


დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება.


სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერების თაობაზე.


დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.


არიან დაშავებულები.


აქციის მონაწილეებმა ბარიკადები ააგეს, რომელიც პოლიციამ დაშალა.


პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს რამდენიმე ადამიანზე.


ასევე არიან დაკავებულებიც - ჯერჯერობით დაკავებულ მოქალაქეთა რაოდენობა უცნობია.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Медведев и Джокович опустились в рейтинге ATP






В Серпухове отметили День российской науки

В российских городах состоятся благотворительные концерты «Культура в помощь Донбассу»

Интервалы движения на серой ветке метро увеличили из-за человека на путях

Пушкин в метро: Юра Борисов переоделся поэтом и подарил женщинам цветы