Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

ბრიტანელი პროკურორი: რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული ბულგარელი განიხილავდა ჟურნალისტ გროზევის მკვლელობას

0
ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ბულგარელი კაცი ტექსტური შეტყობინებებით განიხილავდა გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის მოტაცებას, ან მკვლელობას - განაცხადეს ბრიტანელმა პროკურორებმა ჯაშუშობაში ბრალდებულთა სასამართლო სხდომაზე.


პროკურორ ელისონ მორგანის თქმით, გროზევს უთვალთვალებდა ბულგარელების ჯგუფი, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი, ჯგუფის ერთ-ერთი წევრს, ორლინ რუსევს კი ქსელის ხელმძღვანელად მიჩნეულ პირთან, ავსტრიელ იან მარსალეკთან ჰქონდა მიმოწერა გროზევის გატაცების ან მოკვლის შესახებ.


გროზევი მუშაობდა საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ში. 2018 წელს იგი ხელმძღვანელობდა ამ ჯგუფის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის ინგლისში, სოლსბერიში მოწამვლის საქმეზე.


რუსევმა და ბულგარეთის კიდევ ერთმა მოქალაქემ, ბისერ ჯამბაზოვმა თავი დამნაშავედ სცნეს ჯაშუშობაში, კიდევ სამი პირის - კატრინ ივანოვას, ვანია გაბეროვასა და ტიჰომირ ივანჩევის - სასამართლო პროცესი ამჟამად მიმდინარეობს ლონდონში. სამივე მათგანი უარყოფს ჯაშუშობის ბრალდებას.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анна Калинская отказалась от участия в WTA 500 в Мексике: её заменит Векич






Истории о подвиге. Вышел новый сборник «Героями не рождаются. Zа Родину!»

Москалькова призвала узаконить верификацию возраста пользователей в сети

В Таиланде российский турист ушёл в запой и умер

Илья Середюк: несколько кузбасских чиновников перешли на работу в Москву