Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

პოლიცია წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს „თბილისი მარიოტთან“

0
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ გააგრძელდა საპროტესტო დემონსტრაციის დარბევა.


შსს-ის თანამშრომლებმა, 30 ნოემბერს 02:35 საათისთვის დაიწყეს წყლის ჭავლის გამოყენებით „მარიოტის“ მოპირდაპირე მხარეს აღმართული ბარიკადების დაშლა; ასევე, აქციის მონაწილეების დაშლა.


სპეცრაზმელები იყენებენ ცრემლსადენ გაზსაც.


ძალის გამოყენებით აკავებენ აქციის მონაწილეებს.


სპეცრაზმმა და სპეციალურმა ტექნიკამ რამდენიმე მეტრით წინ წაიწია. ისინი რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებას ცდილობენ.


პარლამენტთან აქციის დაშლა პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დაიწყო და სპეც.საშუალებები გამოიყენა.


ამის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე 02:35 საათისთვის ათასობით ადამიანი რჩება.




ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.




ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია მათ ცხელ ხაზზე. ადვოკატები დაკავებულთა ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.


შსს-ს განცხადებით, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


უფლებადამცველების შეფასებით დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Организаторы турнира WTA в ОАЭ извинились за ошибку с гражданством Касаткиной






Не повезло с самого детства: Звезду «12 стульев» нашли обглоданной собаками, как сошёл снег

Неопытный игрок: что означает «нуб» и когда уместно это слово

В УЕФА выразили надежду на допуск сборной России к международным турнирам в 2025 году

Новая школа возникнет на Ленинградском шоссе в рамках масштабного инвестиционного проекта