Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

დემონსტრანტების ნაწილმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტა და მსვლელობას მართავს

0
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტების დიდმა ჯგუფმა ჭავჭავაძის გამზრისი გადაკეტა, მას შემდეგ, რაც მათ დაშლის მიზნით პოლიცია გამოედევნა, ჩაუკეტა რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა.


აქციის მონაწილეებმა ფეისბუქზე პირდაპირი ეთერები ჩართეს, სადაც ჰყვებიან, რომ „ალყაში მოქცევის შემდეგ ბარნოვის ქუჩიდან წავიდნენ და ასე მოხვდნენ ჭავჭავაძეზე". ისინი  ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ პროტესტს.




„ჩიხში მოქცევა იყო შოკი", - ამბობს ეკა ღლონტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემს ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ვითარებას.


პერიოდულად იძაბება მდგომარეობა რუსთაველის მეტროს მიმდებარედ და მის შიგნით, სადაც ამ დრომდე რჩება აქციის მონაწილეების ნაწილი. პოლიციამ მეტროში თავშეფარებულბი რამდენიმე მოქალაქეე დააკავა კიდეც.


2 დეკემბრის ღამეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონტრანტების დაშლის განსხვავებულ ტაქტიკას მიმართა. ცრემლსადენი გაზის გამოყენებისა და გამოდევნების შემდეგ რუსთაველის გამზირიდან უკან დახეულ აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის მეტროს ზევით, კოსტავს ქუჩა პოლიციის მიერ გადაკეტილი დახვდათ.


დემონსტრანტების ნაწილმა მეტრო „რუსთაველს“ შეაფარა თავი. მათ პოლიცია მეტროშიც დაედევნა. აქციის მონაწილეები დააკავეს რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ. დაკავებულთა ზუსტი სტატისტიკა უცნობია.


სპეცრაზმელები განთავსდნენ რესპუბლიკის მოედანზე. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც. აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროს მიმდებარედ პატარა ქუჩებზე გაიფანტნენ.


პოლიციელების ავტომობილებიდან ისმის მოწოდება: „ჩადით მეტროში".


დემონსტრანტთა ნაწილი დარჩა რუსთველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ პოლიციელები მეგაფონის გამოყენებით მოუწოდებდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია.


აქციის დაშლის აქტიური ფაზა 2 დეკემბრის 02:00 საათიდან დაიწყო. შსს-მ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლის მანქანა, წიწაკის სპრეი.


ამის შემდეგ დილით 06:30 წუთამდე რუსთაველის გამზირზე ორ მონაკვეთზე მომიტინგეებს აღმართული ჰქონდათ ბარიკადები, ანთებდნენ ცეცხლს და მათი მისამართით გასროლილ ცრემლმდენი აირის კაფსულებს პლასტმასის ბოთლებში აგროვებდნენ.


სპეცრაზმელები ცრემლმდენი გაზის გამოყენების პარალელურად აკავებდნენ დემონსტრანტების ნაწილს.


მანამდე სამი საათის განმავლობაში პოლიცია წყლის ჭავლს იყენებდა პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რათა მათთვის ხელი შეეშალა მიახლოებოდნენ პარლამენტის შენობას. პარლამენტის შენობიდან გამოტყორცნილი ჭავლი მიმართული იყო ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილებისკენაც.


არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

«Люблю деньги». Медведев — о сумме, которая ему необходима, чтобы закончить играть






Стало известно, когда в Москву придут настоящие морозы

Центробанк поднял курс доллара выше 100 рублей

Суд Москвы арестовал активы владельца интернет-магазина электроники "Плеер.ру"

Еще больше расцветок: игровые клавиатуры Bloody S87 Naraka и WS87 Pixels