Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

კალაძის ჩემით გაღიზიანების მოტივით სამსახურის დატოვება მომთხოვეს - მედიათეკების დირექტორი

0

„თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერიამ თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, თუმცა თავად განცხადების დაწერას არ აპირებს.

ნინია მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს, 2 დეკემბერს, დაიბარეს თბილისის მერიაში.

კერძოდ, მაჭარაშვილი ამბობს, რომ დაიბარა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.

„მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება“ თბილისის მედიათეკებს აერთიანებს. ორგანიზაციული ფორმით, ის თბილისის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ ირაკლი გვილავამ მას ორი მოტივით მოსთხოვა განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლებაზე:

„დასახელდა მოტივი, რომ ჩვენი დამოკიდებულებები (ჩემი და მერიის) მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ ემთხვევა ერთმანეთს; დასახელდა ისიც, რომ კახა კალაძეს ჩემ მიმართ პირადი გაღიზიანება აქვს“, - ამბობს მაჭარაშვილი.

„ცხადია, ეს პოლიტიკური მოტივია. ცხადია, მერიაში გადაწყვეტილების მიმღები პირები გაღიზიანებული არიან „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების“ თანამშრომლების საჯარო პროტესტით, რომელიც ორი დღის წინ გავავრცელეთ“, - მიიჩნევს მაჭარაშვილი.

გაერთიანების 246-მა თანამშრომელმა საჯაროდ გააპროტესტა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერებაზე და ამაზე პასუხად თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეთა დარბევა.

„არ ვგეგმავ გათავისუფლებაზე განცხადების დაწერას და მზად ვარ ჩემი უფლებების დასაცავად. მსურს, ჩემი ეს გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა ადამიანებისთვის მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდეს“, - ამბობს მედიათეკების ხელმძღვანელი.

„აქვე აღვნიშნავ, რომ თუ განცხადებას საკუთარი ნებით დავწერდი, მაშინ აღარ მომთხოვდნენ აღნიშნულ განცხადებაზე ხელმომწერთა სიას, რომლის გაზიარებაზეც თავიდანვე უარი ვუთხარი, რათა ისინიც არ აღმოჩენილიყვნენ ზეწოლის ქვეშ და სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ არცერთი პოზიცია, არცერთი სამსახური არ ღირს საკუთარი სინდისის ღალატად. მტკიცედ მჯერა იმ განცხადების შინაარსისა, რომელიც ორი დღის წინ ჩემი ინიციატივით გამოქვეყნდა. მადლობას ვუხდი ბიბლიოთეკარებს სწორი პოზიციისთვის, მხარდაჭერისთვის, მათ მიერ გაწეული შრომისა და საბიბლიოთეკო საქმეში მრავალწლიანი ღირსეული მოღვაწეობისთვის“, - ამბობს ნინია მაჭარაშვილი.

გუშინ, 1 დეკემბერს, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა მერიის თანამშრომლების ნაწილის განცხადებას, რომლითაც ისინი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან და თქვა, რომ წინა კვირას მერიაში რეორგანიზაცია გამოაცხადა, ეს განცხადება კი „კარგი თვითლუსტრაციაა".

„მუქარად და დაშინების მცდელობად აღვიქვით“, - ასე უპასუხა თბილისის მერიის თანამშრომელმა გიგა სოფრომაძემ კახა კალაძეს.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Рублёв вышел во второй круг турнира ATP 500 в Роттердаме






Сенатор Денисов: новое торговое противостояние США и Китая невыгодно для России

Сотрудники Люберецкого ОВО Росгвардии пресекли кражу дорогостоящих  товаров из гипермаркета

Пользователям каршеринга назвали способы экономии при аренде автомобиля

СЕНСАЦИЯ ПРО "Z" И "Аз" В НЛП СВО. СПАСЕНИЕ ОТ ДЕНУКЛЕАРИЗАЦИИ! ДОРАБОТКА РАКЕТЫ "ОРЕШНИК". В.В. Путин, Дональд Трамп. Новости. Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!