Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

სალომე ზურაბიშვილი: მთელი ქვეყანა წინ აღუდგა რუსულ მარიონეტულ რეჟიმს

0
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ ღამეს მოვლენები „შემაშფოთებლად განვითარდა“: „მშვიდობიანი დემონსტრაციები სულ ახალი დაწყებული იყო, როდესაც დარბევა დაიწყო“.


პრეზიდენტის შეფასებით, „ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებასა და პროტესტის უფლებაზე“. „დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავებისას“, - წერს იგი პლატფორმა X-ზე.




პრეზიდენტი ასევე წერს, რომ „საქართველოს მასშტაბით ხალხი წინ აღუდგა რუსულ მარიონეტულ რეჟიმს“.


„დედაქალაქიდან ყველაზე პატარა ქალაქებამდე, ასეთი მოძრაობა არ ახსოვს ჩვენს ისტორიას. გზავნილი ნათელია: დამიბრუნე ჩემი ხმა! დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი“! - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.


სპეცრაზმის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, თბილისის ცენტრში პროევროპული აქცია გრძელდება.


აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება, მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი მსვლელობით მივიდა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Курникова

Названа причина, по которой Анна Курникова появилась на публике в инвалидном кресле






Безусловное возвращение: европейские компании хотят заместить американский СПГ российским газом

Сталин рыдал, но отдал жесткий приказ! Как страшная трагедия определила судьбу легенды ЦСКА Пучкова

Ай да Кортнев, ай да хитрец: Музыкант-нетвойнист придумал, как заработать в России

Ефимов: по программе реновации в ЮВАО расселили более 140 домов