Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

შსს-ს ცნობით, აფეთქების მომზადების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე აფეთქების მომზადების ბრალდებით, 25 წლის პირი დააკავეს. 


უწყება განმარტავს, რომ  სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. შსს ირწმუნება, რომ აქციის მონაწილის ჩხრეკის

შედეგად ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ამოიღეს. 



"პოლიციამ ორი ცალი მინის ბოთლი, ნაჭრის ფრაგმენტები და მათში მოთავსებული

აალებადი ნავთობპროდუქტი (ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი) ნივთმტკიცებად ამოიღო", - ვკითხულობთ შსს-ს ინფორმაციაში.


მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე პრიმა

მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 


ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მონაცემებით, გასულ ღამეს პოლიციის მიერ დაკავებულია 107 ადამიანი. მისივე სიტყვებით, აქციებზე დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი.




28-29-30 ნოემბერს გამართულ პროევროპულ აქციებზე პოლიციამ, ჯამში, 150 ადამიანი დააკავა. ადვოკატების განცხადებით, მათი უმრავლესობა ნაცემია.




ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

На турнире в Марселе под флагом России оказались имена Медведева и Хачанова






Диалог на равных или Стратегия Мухаммеда Дауда

Нижегородцы участвуют в международном конкурсе рисунков «Защитники Отечества. Zаветам Vерны»

Главный онколог Москвы заявил о росте случаев рака толстой кишки среди молодых

Боксер из Сунтара претендует на титул чемпиона страны среди профессионалов