Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

დააკავეს „ლელოს“ წევრები, რომლებიც აქციაზე „ფარულ ჩანაწერში ძალადობრივ გეგმებზე“ საუბრობდნენ

0
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, რომლებიც ფიგურირებენ საპროტესტო დემონსტრაციიდან რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ, ფარულად გადაღებულ კადრებში და, პროსახელისუფლებო მედიის ცნობით, „ძალადობრივ გეგმებზე“ საუბრობენ.


დაკავებულები არიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.


პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე წერს, რომ ორივე მათგანი „ლელოს“ წევრია.


იგი ბრალდებას „ბოდვას“ უწოდებს.


„ტელეკომპანია „იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახანს დააკავეს ჩვენი წევრები - ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი“, - წერს ბუაძე.


ორივე მათგანის დაკავებაზე ინფორმაცია მანამდე გაავრცელა პროსახელისუფლებო „რუსთავი 2-მა“.


„ეს იყო მუშა, რომელიც ჩვენთან მუშაობდა და მოგვივიდა ინფორმაცია, რომ აწყობდა გადატრიალებას“, - ამბობს ვეფხია კასრაძეზე „რუსთავი 2-თან“ ქალი, რომელიც ამბობს, რომ ვეფხვაძე მის ბინაში მუშაობდა.


რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას ბრალდებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Янник Синнер

Янник Синнер выиграл 20-й матч подряд — впервые в карьере






Василий Мангазейский – первый сибирский святой

Эстонская православная церковь подала заявление на регистрацию нового названия

КРЕЩЕНСКИЕ КУПАНИЯ

Владимир Прокопьев: мы жили с мыслью, что завтра будет лучше