ენტონი ბლინკენი: უკრაინა ნატოსკენ მიმავალ შეუქცევად გზაზეა
სახელმწიფო მდივნის სიტყვებით, უკრაინა „იმყოფება მკაფიო ტრაექტორიაზე, რომლის დადგენაშიც მას ჩვენ მოვეხმარეთ და ვაპირებთ, ბოლომდე გავუწიოთ მას დახმარება მიმდინარე წლის ბოლომდე და გაისად. ეს უკრაინას დაეხმარება, ძლიერ პოზიციაში იმყოფებოდეს თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად. თუ რუსეთი განაგრძობს აგრესიას, უკრაინა შეძლებს ამასთან გამკლავებას. ხოლო თუ რუსეთი მართლაც იქნება მზად, კეთილსინდისიერად აწარმოოს მოლაპარაკებები, უკრაინა ამის გაკეთებას უფრო ძლიერი პოზიციიდან შეძლებს,“ თქვა ბლინკენმა BBC-სთან საუბარში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ, რომელიც ასევე იმყოფება ბრიუსელში, თქვა, რომ უკრაინა რუსეთთან ომის დროს არ ახდენს ნატოში გაწევრიანების ფორსირებას, მაგრამ დასძინა, რომ ალიანსში შესვლა უკრაინის სტრატეგიული მიზანია.