Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი დამატებით სანქციებს აანონსებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

0
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება, სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აანონსებს.


„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“, - წერს ენტონი ბლინკენი 5 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


განცხადების ადრესატია არა „საქართველოს ხელისუფლება“, არამედ „ქართული ოცნება“.


„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისათვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობებით“, - აცხადებს იგი და დასძენს, რომ „მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციისთვის დაპატიმრებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ამაზე“.




„შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში - მათ შორის, ვინც თრგუნავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას - პასუხს აგებენ. გარდა იმისა, რომ, როგორც ადრე გამოვაცხადეთ, ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა გრძელდება, შეერთებული შტატები ახლა ემზადება, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“, - წერია განცხადებაში.




„32 წელზე მეტია, შეერთებული შტატები საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ემყარება ჩვენს საერთო სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი და სურვილს, დავინახოთ საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში. ბევრი გვიმუშავია საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად, რათა განვითარებულიყო საქართველოს ეკონომიკა, განათლების სისტემა, გაზრდილიყო თავდაცვის შესაძლებლობები და გაფართოებულიყო ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა“, - წერს ენტონი ბლინკენი.




აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა მანამდე მიუთითეს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ შეუფასებიათ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, და ხელისუფლებას მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდეს.


დემონსტრაციები მე-7 დღეა გრძელდება.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Российский теннисист Медведев покинул топ-5 рейтинга ATP






В ПСБ рассказали о стратегическом сотрудничестве с Ярославской областью

Матчи седьмого тура первенства округа Люберцы по футзалу пройдут 28 января

Хоккей. «Спартак» — ЦСКА. Прямая трансляция: смотреть онлайн матч КХЛ

Ульяновские красавицы везут из Петербурга короны и титулы