Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას „ტიტუშკებად” გადაცმული პოლიციელები დაახვედრეს

0

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ” 4 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” შეკრებილ ოპოზიციას პროვოკაცია მოუწყო.

ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დღეს, 5 დეკემბერს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯაფარიძემ თქვა, რომ შეხვედრიდან გამოსულებს დაახვედრეს „ტიტუშკებად” გადაცმული პოლიციელები:

„პოლიციელები, რომლებიც ერთ დღეს პოლიციელები არიან, მეორე დღეს სადისტები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ, მესამე დღეს მეხანძრეები და შლანგებით დარბიან რუსთაველზე, გუშინ იყვნენ გადაცმული ტიტუშკების სხვა როლში“.

ჯაფარიძის თანახმად, ამ პირებს შორის იყვნენ გიორგი პირველაშვილი, რომელიც ძველი თბილისის რაიონის პოლიციის თანამშრომელია და მირიან ქავთარაძე, რომელიც, სავარაუდოდ, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსია.

ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ეს და სხვა პირები სასტუმროდან გამოსულ ოპოზიციონერებს დახვდნენ, დაიწყეს „გინება და ხელების ქნევა“, რაზეც მიიღეს „შესაბამისი პასუხი“ და ამის შემდეგ „მოცვივდნენ სპეციალური დანიშნულების ძალები“, კონფლიქტის დამწყებთ არ შეხებიან და დააკავეს ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

ზურაბ ჯაფარიძის მიერ დასახელებული პირების და ფაქტის გამო რადიო თავისუფლება შსს-ს დაუკავშირდა და პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Калинская вышла в 1/4 финала турнира WTA в Сингапуре






Рост на бирже: ГДР "О’Кей" поднимаются на 5% после результатов 2024 года

Российские дилеры предлагают новые Mitsubishi Outlander

Посол РФ указал на привлекательность Эфиопии для российских предпринимателей

На Центробанк России подали в суд за несоблюдение закона в области авторских прав