Bloomberg-ის წყაროების თანახმად, ნატოს ქვეყნებმა შეცვალეს უკრაინის დახმარების სტრატეგია
ამავე დროს დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა „დაიწყეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების სხვადასხვა ვარიანტის განხილვა“, უთხრეს Bloomberg-ს თანამოსაუბრეებმა. მათი თქმით, განიხილება უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც დაიცავს უკრაინას და ამავე დროს არ მოახდენს რუსეთის პროვოცირებას. ერთ-ერთ სცენარად განიხილება დემილიტარიზებული ზონის შექმნა, რომელსაც, სავარაუდოდ, ევროპის ქვეყნების ჯარები დაიცავენ და პატრულირებას გაუწევენ. ამის შესახებ ნატოს მაღალი რანგის დიპლომატი იტყობინება.
მოლაპარაკეების მონაწილეები აღიარებენ, რომ უკრაინაში ამჟამად შექმნილი ვითარება არამყარია, მოლაპარაკებები კი უახლოეს დროში უნდა დაიწყოს, თქვა კიდევ ერთმა დასავლელმა დიპლომატმა.
Bloomberg-ი შენიშნავს, რომ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე ცდილობს მთავარი ყურადღება მიაპყროს იარაღის მიწოდებას და არა მომავალი შესაძლო დაზავების პირობებს.
„უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და არა მარტო უბრალოდ დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს ბრძოლა. საკმარისი დახმარება უნდა გავწიოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ ამ ომის ტრაექტორია,“ თქვა რიუტემ ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
ამავე დროს გენერალური მდივანი გამოვიდა მოწოდებით, ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რომ „იქ, სადაც ახლა ფრონტის ხაზი დასავლეთისკენ გადაადგილდება, უკრაინა ძალის პოზიციაზე აღმოჩნდეს“, როცა საქმე მოლაპარაკებებამდე მივა.