Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

„უარს ვამბობთ სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე!“ -  მუსიკოსების მანიფესტი

0
ასამდე ქართველი მუსიკოსი და მუსიკალური ბენდი ავრცელებს მანიფესტის ტექსტს, რომლის მიხედვითაც ქართველი შემსრულებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აფიქრებინებთ მათ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი უნდა გაფართოვდეს და გადაიზარდოს საერთო გაფიცვაში.


მანიფესტზე ხელმომწერები გმობენ "პროტესტანტების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მაროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებასა და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს".


მათ განცხადებით საქართველოში შექმნილ ვითარებაში, "სადაც ადამიანებს ყოველდღიურად დევნიან, სცემენ და უკანონოდ აკავებენ თავისუფლების ერთგულებისა და ევროპული მომავლის დაცვის გამო" შეუძლებელია დარჩნენ რეაგირების გარეშე.




"ერთის მხრივ, მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას. მეორეს მხრივ, სახელმწიფო ღონისძიებები იმართება არალეგიტიმური მთავრობის მიერ იმ ხალხისგან შევსებული ბიუჯეტით, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს სამშობლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე", - წერია მუსიკოსების მანიფესტში, რომელიც 5 დეკემბრის საღამოს გავრცელდა და, რომელსაც ხელს აწერენ:



ნინო ქათამაძე მწვანე ოთახი თამადა
Soft Eject მაია დარსმელიძე რობი კუხიანიძე & ჯგუფი Outsider ბექა გოჩიაშვილი
Bedford Falls
MOKUMOKU არა
Creams
Mechanical Rainbow ერეკლე დეისაძე
Melqo
Circus Mircus
LOUDspeakers
SKAZZ
Killages 4D Monster Lobsters მებო ნუცუბიძე ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები გამოუვალი მდგომარეობა ჯგუფი ყველა
Zviad Mgebry მურმან წულაძე
Anushka Chkheidze
Will Kolak
Tape Visitors
LIOwithILA
Sexy Bicycle
Lua
Nikala
Mellow
AVARA ელენე გოგოძე კოლექტივი
DEENA
Postalion
On The Road
Tanu Stibellyus
ONEFORTY დავით მუნჯიშვილი
NAKASHA
MISHVARDI
Noki
Hiver Den
IAMNIKITA სამართ(ლ)ებელი ინდი მეწარმეები ქაჯი თოდია ბულბულა ნიკა ჩოხელი
FLOWFLOW MAGAZINE გიო რუსია პინო
Echo
STUTTER
MVYKL
TOVLY
SOPO
Koa mohawke
Process
TRIGGER
Amstrd.
Process
Progenol
Dito ნათია სართანი
Nuka Gabunia
Kuji Tabaghua ლაშა ნათენაძე
Sophie Villy 9Rhyme
ANTICS,HEYS
Anman ანიჩკა სიხარულიძე
David Delgma
Band E Roll მარიამ კუბანსკი ხუტა სალია ლევან სიდიანი ზუკა სიმონიშვილი
Tetso თამთა მანძულაშვილი პელარგონია ბარბარე გრიშაშვილი თორნიკე ჯაფიაშვილი მირანდა ნამიჭეიშვილი ზურაბ კოსტავა
RTNH გიგი კობერიძე ბექა ჩხარტიშვილი


 


თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.


მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.


საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.


შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს. პოლიცია ფიზიკურად უსწორდება და აკავებს არა მხოლოდ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიან დემონსტრანტებსაც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Медведев проигрывает Лёнеру Тину и завершает выступления на турнире ATP






Собянин: «Атом» стал самым популярным объектом Музейного города ВДНХ

В России меняется порядок постановки авто на учет

Сестра Жанны Фриске рассказала о судьбе квартир певицы в Москве и Майами

Медведев оценил возможность нормализации отношений РФ и США