Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ვერაზე - „სტამბასთან“, „მაკდონალდსთან“ და ვაკეში ხუთი ახალგაზრდა დააკავეს ჩხრეკისას

0
10 დეკემბერს, ნაშუაღამევს, 01:30-01:45 საათის შუალედში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „მაკდონალდსთან“, სასტუმრო „სტამბასთან“ და, ასევე, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, კიდევ, სულ მცირე, ხუთი მოქალაქე დააკავეს.


რუსთაველის „მაკდონალდსთან“ დააკავეს 25 წლის ბიჭი, - უთხრეს რადიო თავისუფლებას მისმა მეგობრებმა.


დაკავება „მაკდონალდსთან“

ერთ-ერთი მეგობრის თქმით, „მაკდონალდსიდან“ გამოსულებმა დაინახეს, რომ პოლიციელები აქციიდან წამოსულ მოქალაქეებს ჩხრეკდნენ, მათ შორის მათს სხვა მეგობრებს; მიუახლოვდნენ და ჰკითხეს, რა ხდებოდა, რაზე პასუხადაც პოლიციელებმა ისინიც გაჩხრიკეს.


ჩხრეკის შემდეგ მათ 25 წლის ბიჭი ჩასვეს შავი ფერის ავტომობილში და დააკავეს.


დაკავების მიზეზი უცნობია.


კადრებში, რასაც ადგილიდან პარტია „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენელი, მირანდა ბაღათურია ავრცელებს, ჩანს, რომ დაკავებულის მეგობრები პოლიციას მოუწოდებენ, არ დააკავონ ის. თუმცა პოლიციელები სწრაფად ტოვებენ ავტომობილით ტერიტორიას და დაკავებული, სავარაუდოდ, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.


„ამბობენ, რომ მიმდინარეობს ჩხრეკა. იქცეოდნენ უხეშად, თავდაპირველად ვცდილობდი, ვიდეო გადამეღო, მაგრამ მითხრეს, რომ ტელეფონს წამართმევდნენ“, - ამბობს ბაღათურია.


„ადამიანი ჩასვეს სრულიად უმიზეზოდ, ჩხრეკაც ნორმალურად არ ჩაუტარებიათ“, - ამბობს ის.


დაკავება „სტამბასთან“

პოლიციელები მობილიზებულები იყვნენ სასტუმრო „სტამბასთანაც“.


მათ, სულ მცირე, ორი ახალგაზრდა კაცი გაჩხრიკეს.


თვითმხილველის, ქეთი პერანიძის ცნობით, როდესაც მეგობარმა გოგოებმა ვიდეოს გადაღება დაიწყეს, ერთ-ერთ მათგანს ტელეფონი წაართვეს.


„რაო, ბავშვებო? რამე საინტერესო ხდება?“ - ეკითხება ერთ-ერთი პოლიციელი გოგოს, რომელიც ვიდეოს იღებს.


„კი, საინტერესო ხდება. ორი პატარა ბიჭი გყავთ აყუდებული და ჩხრეკთ ამდენი ადამიანი ერთად“.


„პატარა ბიჭი? სრულწლოვნები არიან, პატარა ბიჭები არ არიან. თუ გინდა, გაჩვენებ ამ პატარა ბიჭებს რაები აქვთ... წიწაკის სპრეი, „დრინები“ [რკინის ჯოხები], რომ თქვენ დაგარტყან მერე ისევ“, - პასუხობს პოლიციელი.


პოლიციელთა ნაწილს ნიღბებითა აქვს სახე დაფარული.


ჯგუფ „დაიტოვეში“ ქეთი პერანიძე წერს: „მივედით, ვიდეოს ვუღებდით და ერთ-ერთ გოგოს ხელიდან გამოჰგლიჯეს ტელეფონი. დაკავებას უპირებდნენ. ის ბიჭები წაიყვანეს უკვე და დააკავეს“, - წერს იგი.




დაკავება ჭავჭავაძეზე

გარდა ამისა, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ ბიზნეს-ცენტრის მოპირდაპირე მხარეს დააკავეს მოქალაქე თორნიკე მსხილაძე და მისი მეგობარი.


მსხილაძე ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც პოლიციელებმა გააჩერეს და ავტომობილიდან გადასვლა მოსთხოვეს.


მას პირდაპირი ეთერი ჰქონდა ფეისბუკზე ჩართული.


„მართალი ვარ და არასდროს სიმართლის არ შემეშინდება“, - ეუბნება ის პოლიციელებს.


გაჩერებიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მან პოლიციელებს მოუწოდა, გაეშვათ, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა მოუწოდეს, ტელეფონი შეენახა.


„დაწყნარდი და ტელეფონი ჩაიდე“, - ეუბნება პოლიციელი, შემდეგ კი ტელეფონს ართმევს.


ვიდეოს ბოლოს ისმის: „დაადე ხელბორკილი“.


გამვლელებმა გადაიღეს, როგორ აკავებენ ჯერ მსხილაძეს, შემდეგ კი მის თანამგზავრს.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Мпетши Перрикар получил награду ATP «Прогресс года»






Подарок из-за морей: как чай стал культурной ценностью России

Кремлевская новогодняя елка стала второй по высоте в Европе

Сервисы продажи авиабилетов сообщили о неоднородности цен на новогодние праздники

Глава СК РФ Бастрыкин заинтересовался историей с прокатившим ребенка на багажнике водителем во Владимире