Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

სუსის მტკიცებით, პრეზიდენტის არჩევნების ხელშესაშლელად "2-3 ადამიანის მსხვერპლს" გამოიყენებენ

0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი ინფორმაციის საფუძველზე, "დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს."


ამ მიზნით, სუსის თანახმად, იგეგმება "მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას".


მსგავსი განცხადებები მოსალოდნელი, სავარაუდო არეულობის შესახებ უწყებას მანამდეც არაერთხელ გაუვრცელებია, როგორ თავად ამბობენ - პრევენციისთვის.


სუსი ირწმუნება, რომ ამ განზრახვას განახორციელებენ "ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით".


"სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას".


განმარტებული არაა, მაგრამ რიტუალურ სცენებში სუსი, სავარაუდოდ, გულისხმობს საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა პოლიტიკოსის ფიტულის დაწვას. აქციებზე დაწვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) ფიტული. სწორედ მის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფი შლის აქციას ძალის გამოყენებით.




კუბოთი მიიტანეს და პარლამენტის წინ დაწვეს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტულიც.




ამ მიზნისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, "სახეშენიღბული დესტრუქციული ჯგუფები" აზიანებენ გარე მეთვალყურეობის კამერებს "როგორც პროტესტის არეალში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე", რათა დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, გართულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება.


უწყება "დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად" განიხილავს "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე 7 დეკემბერს, ღამით, მომხდარ თავდასხმასაც და აცხადებს, რომ მზად არიან, ითანამშრომლონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომელიც მომხდარს იძიებს, "რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა".


მსგავსი განცხადებების, ისევე როგორც აქციების მონაწილეთა დაკავების მიზანი, დემონსტრანტების აზრით, საპროტესტო მუხტის დაცემაა.


პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზაზა თავაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და ამას მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებიც.


„სუსისა თუ შსს-ს განცხადება არის გამოძახილი იმისა, რა სურს ერთ ადამიანს... ხელისუფლება ცდილობს, რომ ჯანსაღი და მშვიდობიანი პროტესტი მონათლოს სახელმწიფო გადატრიალებად, ამბოხებად. ყველაფერ ამას „უფენენ“ ამ ყველაფერს, რომ ქუჩაში თითქოს მშვიდობიანი პროტესტი კი არ არის, თითქოს სხვა რამაა“, - ამბობს ზაზა თავაძე.




7 დეკემბერს "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობი პირები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხრაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს. დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ექიმებმა თქვეს, რომ ორივეს ტვინის შერყევა აქვს და ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.


ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს, კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს.


მომხდარიდან მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში შავნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.


ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ "99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე".


მანამდე, პროევროპული აქციების დაწყებიდან მესამე დღეს, 30 ნოემბერს, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ "დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად".


წელიწადზე მეტია, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" და საქმე 315-ე, ამბოხების მუხლითაც აღძრა.




ტერორიზმისა და ამბოხება-შეთქმულების საქმეზე 2024 წლის ივლისში უკრაინაში მებრძოლი რამდენიმე ქართველი გამოიკითხა.


ტერორიზმისა და ამბოხება-შეთქმულების საქმეზე ოქტომბრის დასაწყისში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი გიორგი რურუა. „ეს არის მიმდინარე საქმე - მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს [გიორგი რურუა]. გრიფი [საიდუმლო] ადევს [ამ საქმეს]“, - უთხრეს სუსში რადიო თავისუფლებას. თუმცა ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ეს იგივე გამოძიება, რომლის დაწყების შესახებაც უსაფრთხოების სამსახური ივლისში იუწყებოდა.


2014 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ათამდე საქმე დაიწყო ამბოხება-შეთქმულების მუხლით, მათ შორის იყო „საბურავების საქმე“, როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით „ევრომაიდნის მოწყობას“ გეგმავდა, რისთვისაც „ზონდერჯგუფებს“ ქმნიდა და საბურავებსაც იმარაგებდა.


ამბოხებისა და გადატრიალების საქმეზე გამოძიებები ხელისუფლებამ დაიწყო 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც.


გამოძიების შედეგები არცერთ საქმეზე არაა ცნობილი.




ამასთან, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, მოსკოვში ყოველ ჯერზე აცხადებენ, რომ დასავლეთი საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მოწყობას ცდილობს.


პროდასავლური საპროტესტო დემონსტრაციების მეთორმეტე დღეს "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების თაობაზე, რომელთა მიღებასაც დეკემბრიდან გეგმავენ.


ცვლილებებით, აქციაზე დემონსტრანტებს აეკრძალებათ ნიღბების ტარება და სახის დამალვა; რეგულაციები დაწესდება პიროტექნიკის გამოყენებაზე; საჯარო სამსახურებს უფრო მარტივად შეეძლებათ „რეორგანიზაცია“ - შესაბამისად, ადამიანთა გათავისუფლება; პოლიციელად მუშაობის დაწყება კი უფრო მარტივდება, ვიდრე აქამდე.




მეცამეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.


„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.


28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.


გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.


მასალა განახლდა ზაზა თავაძის კომენტარით



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




7 пагубных привычек, которые разрушают наше сердце!

Почему Лариса Голубкина скрывала от известной дочери имя настоящего отца, а под старость та её отвезла в дом престарелых

Новые экскурсионные маршруты на «Валдае» из Нижнего Новгорода

Стилисты салонов MONE подготовили модные образы российским звездам на ковровую дорожку


Gateway Pundit’s Katie O’Malley Talks Charlotte Diocese’s Secret Plan to Crush the Latin Mass on Bannon’s War Room (VIDEO)

America’s prized ‘exceptionalism’ is the collateral damage of Trump’s tariff war, says Deutsche Bank

The transformation of women’s sports in Saudi Arabia is no mirage. Just ask the women

Roseanne Barr is America: Iconic Trump Supporting Comedian Roseanne Barr Returns in Triumphant New Film


Штраф подействовал: юрлица в Москве стали реже нарушать правила парковки

Гала-Концерт «Браво, артист»: праздник талантов и дружбы

Нацпроектстрой соединил берега Оби

"Тойота" столкнулась с "ГАЗелью": в больницу попали 5 пассажиров


I wasn't expecting a FromSoftware game, of all things, to be so gut-bustingly funny—but just like Helldivers 2, Elden Ring Nightreign turns death into a punchline

I built a real SteamOS Steam Machine out of the guts of an old laptop so Gabe doesn't have to go through that whole sad dance again

'The soundtrack to skate parks was punk rock music': Tony Hawk on the Tony Hawk's Pro Skater soundtracks, and how they shaped a generation of videogame skate kids

Skyrim's version of Radiant AI was developed from a drawing Todd Howard made on a napkin



Всероссийский социальный туристический маршрут для участников Специальной Военной Операции и их семей «Тур для СВОих» с 30 мая по 1 июня 2025 г

Благотворительный Фонд Вселены Мастер «Мир Вместе» стал официальным партнёром большого благотворительного концерта «Школы музыки Брант» при поддержке VK

В Москве стартовал проект, посвящённый памяти Федора Гааза и возвращению христианских святынь

Калуга принимает проект «Классика для всей семьи»: яркий музыкальный вечер с лауреатами конкурсов




СК установил всех фигурантов инцидента с блогером на Ярославском вокзале

«Алгоритмы познания» – раскрываем с Relax FM

В Москве открыто 75% вакансий для специалистов со средним профессиональным образованием

Благотворительный Фонд Вселены Мастер «Мир Вместе» стал официальным партнёром большого благотворительного концерта «Школы музыки Брант» при поддержке VK


«Единая Россия» в регионе на постоянной основе оказывает поддержку участникам СВО

«Вам нельзя без масла». В Китае поразились, как Россия ошибалась с Западом

Швейцарскую и немецкую компании уличили в поставке люксовых товаров в магазины России в обход санкций

Малые сторожевые корабли проекта 20380 "Тигр" (Россия)


Бублик вышел в четвертьфинал «Ролан Гаррос»

Теннисист Ольховский: таких соперниц, как Буассон, Андреева должна проходить

BetBoom разыграет поездку на турнир Большого шлема за ставки на «Ролан Гаррос»

Бублик вышел в 1/4 финала «Ролан Гаррос», переиграв Дрейпера


Каждый третий житель московского региона стал больше интересоваться экологией - опрос

Против участников инцидента на вокзале в Москве возбудили дело по двум статьям

Молодым семьям в России будут строить квартиры без кухонь

Ветеринар Руденко рассказал, как познакомить новых питомцев


Музыкальные новости

Купить Песню. Песни на продажу. Продажа песен. Продажа Авторских песен.

Хиты The Beatles и ABBA прозвучат в концертном зале «Колизей – Арена»

Сергей Бурунов, Лолита, Леонид Агутин, Элджей, Zivert, Кристина Асмус на концерте и афтепати шоу LAB c Антоном Беляевым

Гала-Концерт «Браво, артист»: праздник талантов и дружбы



Экс-гендиректора «Пластик Лоджик» и топ-менеджера «Роснано» заочно арестовали

31 мая — День рождения электрической тяги на железных дорогах.

Всероссийский социальный туристический маршрут для участников Специальной Военной Операции и их семей «Тур для СВОих» с 30 мая по 1 июня 2025 г

Бастрыкин потребовал доклад о расследовании инцидента у Ярославского вокзала


«Разговоры, в том числе с “Динамо”, были. Рассматриваю несколько вариантов». Карпин — о сборной России и своем будущем

Рилсмейкер. Услуги Рилсмейкера. Рилсмейкер в Москве. Стоимость работы Рилсмейкера.

Благотворительный Фонд Вселены Мастер «Мир Вместе» стал официальным партнёром большого благотворительного концерта «Школы музыки Брант» при поддержке VK

«Занимается популизмом»: почему депутат Миронов просит снять запрет на казнь


Мобильный блэкаут. С ночи Ростовская область и еще ряд регионов испытали проблемы с мобильной связью и интернетом

С начала лета в России начали действовать новые правила для водителей

В Москве в трёх округах будет временно ограничено движение 5 и 6 июня

Mash: «Задержанный» блогер Щепихин дважды лежал в психбольнице


Путин планирует обсудить разработку учебных материалов по русскому языку и литературе

Путин и папа римский договорились о развитии двусторонних отношений

Семья из Оренбургской области встретилась с детским омбудсменом Марией Львовой-Беловой

Путин и Трамп подтвердили свою готовность поддерживать постоянную связь





В ближайшее время мальчика, получившего травмы в Брянской области, выпишут из лечебного учреждения

От керамогранита до санитарной керамики: компания «Симпреал» представила новые революционные сорта каолинитового сырья

Делает ли травматолог-ортопед операции и какие?

Косметолог Мадина Осман: какие средства стоит выбрать для омоложения шеи


Президент Польши Навроцкий призвал Зеленского решить "назревшие вопросы"

Оруэлловский мир Ермака и Зеленского: почему лидерам киевского режима выгодно продолжение конфликта

Мирошник заявил, что Киев, организуя теракты в РФ, вынуждает Москву прекратить переговоры

Это уничтожит Зеленского: компромат на главу Киева готовится к опубликованию


Джокович побеждает Зверева и выходит в полуфинал "Ролан Гаррос"

Mash: «Задержанный» блогер Щепихин дважды лежал в психбольнице

«Больше чем футбол» выходит при поддержке «Авторадио»

Все на футбол!


Лукашенко заявил о беспрецедентном давлении Запада на Китай

Си Цзиньпин отметил стратегические отношения КНР и Белоруссии

Лукашенко и Си Цзиньпин встретились в Пекине



Сергей Собянин рассказал о завершении Московской недели предпринимательства

Сергей Собянин: Планируем много спортивных событий

Собянин: 1220 компаний приняли участие в Московской неделе интерьера и дизайна

Сергей Собянин. Главное за день


Около трех тысяч видов животных обитают на зеленых территориях столицы

Каждый третий житель московского региона стал больше интересоваться экологией - опрос

Решение MILA: новый уровень заботы о здоровье за счет цифрового взаимодействия клиник и пациентов

Хохлатая чернеть и не только: каких краснокнижных птиц можно увидеть в Москве


«Единая Россия» в регионе на постоянной основе оказывает поддержку участникам СВО

Против участников инцидента на вокзале в Москве возбудили дело по двум статьям

«Вам нельзя без масла». В Китае поразились, как Россия ошибалась с Западом

СК установил всех фигурантов инцидента с «задержанием» на Ярославском вокзале


Архангельская епархия и Общественная палата региона подписали соглашение о сотрудничестве

Сергей Собянин. Главное за день

Улицы заговорят театром: Архангельск примет 15 коллективов из России и Белоруссии на крупнейшем уличном фестивале

Интересные каналы в Telegram. Лучшие каналы в Telegram.


Новый гимн Крыма – на конкурс отобрали 87 вариантов

Что лучше заказать в офис из еды?

Юная крымчанка стала победителем Всероссийского конкурса научно-популярного видео «Знаешь? Научи!»

«Не растёт, но и не падает». Новостройки в мае 2025 года: Севастополь уверенно обгоняет Симферополь


Каждый третий житель московского региона стал больше интересоваться экологией - опрос

Молодым семьям в России будут строить квартиры без кухонь

Малые сторожевые корабли проекта 20380 "Тигр" (Россия)

Против участников инцидента на вокзале в Москве возбудили дело по двум статьям












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Большой шлем

Главная русская звездочка в трех шагах от важнейшего титула! Ее пыталась остановись сбежавшая в Австралию Касаткина






«Единая Россия» в регионе на постоянной основе оказывает поддержку участникам СВО

Каждый третий житель московского региона стал больше интересоваться экологией - опрос

СК установил всех фигурантов инцидента с «задержанием» на Ярославском вокзале

Швейцарскую и немецкую компании уличили в поставке люксовых товаров в магазины России в обход санкций