Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

კლინტონი, გრიბაუსკაიტე და სხვა ყოფილი ლიდერები მხარდაჭერას უცხადებენ სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს

0
შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ფინეთის ყოფილი პრემიერი სანა მარინი და კიდევ რვა ყოფილი თანამდებობის პირი სხვადასხვა ქვეყნიდან ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ.


ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილს უწოდებენ „ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს“ საქართველოში.


„მეამაყება, რომ ვუერთდები ლიდერებს მთელი მსოფლიოდან, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ისტორიისათვის ამ კრიტიკულ მომენტში. საქართველო არ არის იზოლირებული შემთხვევა: ის არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში“, - დაწერა ჰილარი კლინტონმა ფეისბუკზე 10 დეკემბერს.




წერილში, რომელსაც „ჯორჯტაუნის ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის“ საიტზე გამოქვეყნდა, ხელმომწერები წერენ: 


„მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ცალსახა დარღვევას“.


„ხელისუფლების მხრიდან მუდმივი წნეხისა და შევიწროების მიუხედავად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოავლინა ურყევი გამბედაობა და ლიდერის თვისებები და გმობს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ზომებს. მომიტინგეების გვერდით დგომით და მმართველი პარტიის „ოცნების“ არაკონსტიტუციური ქმედებების დაგმობით, ის იქცა თავისი ხალხის ნების განსხეულებად და მხარი დაუჭირა დემოკრატიულ პრინციპებს, რომელთა სრულად მიღწევისკენაც დიდი ხანია იღწვის საქართველო. ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად ქვეყანაში, სადაც დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში საეჭვო არჩევნების გზით მოვიდა“, - მიიჩნევენ ხელმომწერები.


განცხადებას, რომელიც 6 დეკემბერს გავრცელდა, ხელს აწერენ: 



ჰილარი კლინტონი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი
დალია გრიბაუსკაიტე, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი
სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ჰელენ კლარკი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
პატრისია ესპინოზა, მექსიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
ჯულია გილარდი, ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მონიკა მაკუილიამსი, ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი წევრი
მერი რობინზონი, ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი,
ვიოსა ოსმანი-სადრიუ, კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი
ელენ ჯონსონ სირლეფი, ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი,
მელან ვერვეერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко выиграла награду WTA за продвижение женского тенниса






Ликсутов: более половины отечественных лифтов выпускают в Москве

"Вундерваффе" Запада против России не просто заряжено. Оно может сработать

Чепецкая "Провинция" выступила в финале "Лиги городов"(16+): чем все закончилось

ЦИК признал выборы президента в Грузии состоявшимися