Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

ლუკაშენკას თქმით, ქვეყანაში ბირთვული ქობინები შეიტანეს

0
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, ქვეყანაში რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინი შეიტანეს.


„მე ბირთვული ქობინები შემოვიტანე. ათეულობით. ბევრი ამბობს: „ეს ხუმრობაა, არავის არაფერი არ შემოუტანია“. შემოვიტანეთ. ის კი, რასაც ამბობენ, რომ ეს ხუმრობაა, ნიშნავს, რომ გამორჩათ. ვერც კი შენიშნეს, როგორ შემოვიტანეთ ისინი აქ“, თქვა ლუკაშენკამ სამშაბათს. მისი სიტყვები სააგენტო „ბელტას“ მოჰყავს.


ეს განცხადება მან გააკეთა შეკითხვაზე ბელარუსში რუსეთის სარაკეტო კოპმლექს „ორეშნიკის“ განთვასების გეგმების შესახებ. „ორეშნიკი“ არ არის ბირთვული იარაღი, მაგრამ დიდი სიმძლავრისაა.


მან თქვა, რომ ბელარუსში მოაწყობენ გამშვებ დანადგარს კომპლექს „ორეშნიკისთვის“, მისთვის განკუთვნილ რაკეტებს კი რუსეთიდან შეიტანენ 2025 წლის მეორე ნახევარში.


2023 წლის მარტში რუსეთი და ბელარუსი შეთანხმდნენ, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღი განთავსდებოდა. ბელარუსისთვის რუსული სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ-М“-ის გადაცემის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ლუკაშენკამ ზაფხულში იმსჯელეს. მაშინ პუტინმა თქვა, რომ გადაცემა მოხდება „უახლოეს თვეებში“ და აღნიშნა, რომ ასეთ რაკეტებს ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина проиграла американке Крюгер во втором круге турнира WTA в Абу-Даби






Чирлидерши из Чехова примут участие в чемпионате и первенстве по чир спорту

Бизон Рон из мультсериала «Команда МАТЧ» станет гостем турнира по регби «Лига будущих чемпионов»

Психолог Абравитова прокомментировала новость о диагнозе рэпера Канье Уэста

Прохор Шаляпин выпустил сингл совместно с нейросетью