Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

2024 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცა იაპონურ ორგანიზაცია Nihon Hidankyo-ს

0
2024 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცა იაპონურ ორგანიზაციას Nihon Hidankyo, რომელიც აერთიანებს ჰიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვას გადარჩენილ ადამიანებს. ოსლოში ცერემონია ტრადიციისამებრ ალფრედ ნობელის გარდაცვალების წლისთავზე, 10 დეკემბერს გამიართა ქალაქის მერიაში.


ღონისძიებას ნორვეგიის სამეფო ოჯახის წევრები და ნორვეგიის მთავრობა ესწრებოდნენ.


Nihon Hidankyo-მ, რომელიც წარმოადგენს ჰიროშიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შედეგად გადარჩენილების, ჰიბაკუსას მოძრაობას, ჯილდო მიიღო „ძალისხმევისთვის, რომლის მიზანია ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს მიღწევა და იმის მტკიცებულებათა დემონსტრირებისთვის, რომ ბირთვული იარაღი აღარასოდეს უნდა იქნეს გამოყენებული“.


ატომურ დაბომბვას გადარჩენილები დაეხმარნენ მთელს მსოფლიოში ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ფართო წინააღმდეგობის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას პირადი ამბების საფუძველზე, საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარებით, რაც მათ საკუთარ გამოცდილებაზე არის დამყარებული. ისინი გამოდიან ენერგიული გაფრთხილებებით ბირთვული იარაღის გავრცელებისა და გამოყენების წინააღმდეგ.


მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა „მშვიდობის ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. მას შემდეგ 111 ადამიანი, მათ შორის მხოლოდ 19 ქალი და 31 ორგანიზაცია გახდა მისი ლაურეატი. ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი, პაკისტანელი უფლებადამცველი მალალა იუსაფზაი, რომელმაც ის 2014 წელს მიიღო, 17 წლის იყო.


ნობელის პრემიის ლაურეატები იღებენ ოქროს მედალს, პერსონალურ დიპლომს და ფულად პრიზს 11 მილიონი შვედური კრონის (წელს დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი) ოდენობით.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Русские теннисистки Андреева и Шнайдер выходят в финал WTA в Брисбене






Новогоднее чудо на елке: как создать неповторимую елочную игрушку

«Мы будем это делать», – Президент России о переезде крупных компаний в российские регионы

Когда в Москве ожидается самый теплый день?

Правительство Германии угрожает судом депутату, заявившему о встрече Шольца с Путиным