Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

წუხელ მშვიდობიან აქციაზე ექვსი მომიტინგე დააკავეს

0

10-11 დეკემბრის ღამით, მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციაზე, რომლის პარალელურად არც საპოლიციო მობილიზება არ ყოფილა და არც პიროტექნიკა არ გამოუყენებიათ, პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ექვსივე ადამიანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით.

28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში გამართული პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს საპოლიციო ძალებმა.

10 დეკემბერს ომბუდსმენმა დაწერა, რომ მისმა თანამშრომლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 337 ადამიანი; მათგან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Медведев проигрывает Лёнеру Тину и завершает выступления на турнире ATP






«Московская техническая школа» подготовит специалистов по квантовым технологиям

Кубань вошла в топ-40 регионов по уровню преступности

Умные Шери и Шаня

Mash: зарезавший женщину в Москве неделю жил в машине Гоши Куценко