Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ჩეხეთის პრეზიდენტი: მომიტინგეებზე ძალადობა მიუღებელია, აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით

0

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში დაგმო პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ ძალადობა.

პრეზიდენტმა პაველმა 10 დეკემბერს პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

„თბილისსა და სხვა ქალაქებში მომიტინგეების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა მიუღებელია“, - წერს ის.

პეტრ პაველი ასევე აცხადებს: „აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით. ისინი უარს ამბობენ, დათმონ თავიანთი ქვეყნის ევროპული ოცნება. მათ ამაში ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ“.

მეთოთხმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, 2028 წლამდე უარი თქვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებაზე.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Новак Джокович назвал знаковый финал Уимблдона самым нервным матчем в карьере






Около тысячи квадратных метров незаконных строений демонтировали в ТиНАО

В Финляндии назвали бессмысленным закрытие границы с Россией

Экстренно госпитализировали известного российского актера

Международный конкурс искусства «Сокровища нации» 2024