Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - ბავშვები

0

ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, იტყობინებიან ექიმები. საავადმყოფო კამალ-ადვანის თანახმად, დევნილების საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გვამები მან მიიღო.

ბეიტ-ლახიაში მდებარე ამ საავადმყოფოს ცნობით, დაღუპულთა შორისაა რვასულიანი ოჯახი - ოთხი ბავშვი, მათი მშობლები, ასევე ბაბუა და ბებია.

ისრაელის არმიას, რომელიც ოქტომბრის მერე აწარმოებს ოპერაციას ღაზის ჩრდილოეთში, მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ნუსეირატში - დევნილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ალ-ავდას საავადმყოფო. დაღუპულთა შორის არიან ორი ბავშვი, მათ მშობლები და სამი ნათესავი.

ღაზაში ომი დაიწყო შარშან, ოქტომბერში, ისრაელის სამხრეთზე ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) თავდასხმის საპასუხოდ, როცა ისრაელმა ჰამასის განადგურება გადაწყვიტა.

ისრაელის მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა, მათ შორის ბავშვები და ხანდაზმულები. ასამდე მძევალი კვლავ ღაზაშია, ვარაუდობენ, რომ მათი მესამედი მკვდარია.

ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებს, ავტონომიის ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, 44 ათასი პალესტინელი ემსხვერპლა. ამავე ცნობით, დაღუპულთა ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები არიან, მაგრამ ამ მონაცემებში ცალ-ცალკე არაა გამოყოფილი მეომრების და სამოქალაქო პირების რაოდენობა.

ისრაელის თანახმად, მოსპო 17 ათასი მებრძოლი, მაგრამ ამის მტკიცებულება არ მოაქვს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Арина Соболенко получила награду WTA за преданность делу и продвижение женского тенниса






Российские базы в Сирии оказались под угрозой: обзор боевых действий в Сирии на сегодня, 12.12.2024

На «Нижегородской» появились полезные новинки для пассажиров

Бирюков: в системы отопления Москвы добавили тепла

Фицо заявил, что считает личным долгом посетить Москву в День Победы в 2025-м