Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ინტერვიუ ციხეში მყოფ გიორგი ოკმელაშვილთან: "მთავარია სხვებს არ შეეშინდეთ".

0
სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებლის, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო სხდომა ხვალ, 12 დეკემბერს უნდა გაიმართოს. ის უკვე შვიდ თვეზე მეტია ციხეშია - გიორგი ოკმელაშვილი ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, ვინც 2024 წლის აპრილ-მაისის თვეებში, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე იდგა.


ის 15 მაისს, „პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით“ დააკავეს, შემდეგ კი ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმეს. გამოძიება მას „მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც“ ედავება.


გიორგი ოკმელაშვილს საპატიმროში კითხვები დაახლოებით ორი კვირის წინ გავუგზავნეთ, როცა რუსთაველზე ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული პროევროპული დემონსტრაციები, რის შემდეგაც ასობით ადამიანია დაკავებული და ნაცემი.


რადიო თავისუფლება: გამარჯობა, გიორგი, როგორ ხართ? ცოტა უჩვეულოა, ციხეში მყოფს ეს ჰკითხო, მაგრამ გვაინტერესებს, როგორ გრძნობთ თავს ფიზიკურად და მორალურად.


გიორგი ოკმელაშვილი: სალამი, თავს ვგრძნობ შესაბამისად. ისე, როგორც თავს უნდა გრძნობდეს 7 თვით 20 კვადრატულ მეტრ ოთახში, უცხოებთან გამოკეტილი ადამიანი.


- რამდენად რთულია ეს გამოცდილება? როგორ უმკლავდებით მას?


- ეს ყველაფერი ცოტა წააგავს პანდემიის დროს სახლში გამოკეტვას, რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებით. აქ არ არის: ინტერნეტი, იუტუბი, ნეტფლიქსი, მობილური ტელეფონი, საჭმელი გამოძახებით და უამრავი ის წვრილმანი, რომელიც დროის გაყვანაში ეხმარება თანამედროვე ადამიანს და, რაც მთავარია, არ არის ჩემი ოჯახი, ჩემი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი, მშობლები და არ არიან მეგობრები. გამკლავებაში იუმორი თუ მომეხმარება და წიგნები. აქ დროის გასაყვანად ყველაზე კარგად წიგნები მუშაობს.




- როგორ გაიხსენებდით დაკავების დღეს? რა ხდებოდა, როგორ გახსოვთ ამბავი? ალბათ, ბევრჯერ გიფიქრიათ ამ მომენტზე. თქვენ სასამართლოზეც თქვით, რომ თავი ვალდებულად ჩათვალეთ, რომ სუსტები დაგეცვათ.


- აქციიდან 3 დღის შემდეგ დამაკავეს. იმხელა სპეცოპერაცია ჩაატარეს, თავიდან ვფიქრობდი, ვიღაცაში ვეშლებოდი. დაახლოებით 50-კაციანი დანაყოფი, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან, ცდილობდა სერიოზული სახით ერთმანეთისთვის და ჩემთვის დაემტკიცებინათ ჩემი საშიშობა.


რაც შეეხება აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს, მგონი დღევანდელი დღიდან სასაცილოდ ჩანს ის აგრესია, რაც იმ დღეს ხდებოდა, თუმცა არც იმ დღეს დაგვაკლეს შავნიღბიანებმა დემონსტრანტებს. პერიოდულად ტოვებდნენ პოლიციელების გაკეთებულ ხაზს ნიღბიანები, ზონდერები და გვიწყებდნენ ცემას.


როგორც ყოფილ მორაგბეს, ჯაჯგურში და გაწევ-გამოწევაში მაქვს საკმარისი გამოცდილება, რომ არ დავიბნე და მეტ-ნაკლებად ადეკვატურად ვიმოქმედო. ამ ცემა-ტყეპის დროს არ ვანებებდი ნიღბიანებს შედარებით სუსტების „თავისთან“ წათრევას, რომ შემდეგ იქ გაათმაგებული ძალებით ეცემათ. სწორედ ამ ჯაჯგურში, ხელის კვრაში და გაწევ-გამოწევაში მოხდა ის ეპიზოდი, რომელსაც მედავებიან.


პროკურატურა ამბობს, რომ გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელის სახეში იდაყვი ჩაარტყა. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ასევე, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას) და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


- ელოდით, რომ დაგაკავებდნენ? იმ დღეებში აქციებზე ბევრ ადამიანს გაუსწორდნენ.


- დაკავებას არ ველოდი, განსაკუთრებით 3 დღის შემდეგ და ასეთი სპეცოპერაციით.


- „აგენტების კანონი“ მაინც მიიღეს - რას ფიქრობთ ამაზე?


- ამ საკითხზე აზრი არ შემცვლია. ვფიქრობ და რაც მთავარია ვხედავ, რომ ეს კანონი გვაშორებს იმ ვარსკვლავს, რომელიც მინდა დაემატოს ლურჯ დროშას.


- კანონის მიღებას არჩევნებიც მოჰყვა და ის შედეგი, რაც ახლა არის - ამ შედეგების ფონზე რაზე გეფიქრებათ? საზოგადოების ნაწილი ძალიან ფრუსტრირებულია. ნაწილი - ისევ იბრძვის.


- მეფიქრება იგავზე - რძით სავსე ქოთანში ჩავარდნილ 2 ბაყაყზე. (შინაარსი ასეთია: რძით სავსე კასრში ორი ბაყაყი ჩავარდება. ერთი ბედს დაემორჩილება, აქედან რა ამომიყვანსო, არ გაინძრევა და რძეში დაიხრჩობა. მეორე ბრძოლას გადაწყვეტს, ფეხებს მანამ იქნევს, სანამ რძისაგან კარაქი არ მოიდღვიბება, მყარ კარაქს დაეყრდნობა და კასრიდან ამოხტება. - რ.თ.)


მთავარია არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ „ფართხალი“ და აუცილებლად „ავხტებით“ ამ გაურკვევლობიდან. სსრკ-დან და მონღოლთა ურდოდან ვართ „ამომხტრები“ ბოლო-ბოლო. ამბობენ, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას წყვეტს, ის არც თავისუფლებას იმსახურებსო.


- გაქვთ იმედი, რომ შეიძლება გაგამართლონ? საპატიმრო დატოვოთ?


- ისეთებს კადრულობს ჩემი მოსამართლე, რომ გამართლების იმედი არ მაქვს, სამწუხაროდ.


- როგორ გექცევიან ციხეში?


- ციხეში მექცევიან ისე, როგორც უნდა ექცეოდნენ საშუალოსტატისტიკურ პატიმარს.


- რისი დრო გაქვთ საპატიმროში და როგორ იყენებთ ამ დროს?


- ჩაკ ნორისზე ბევრი დრო მაქვს აქ. დროს ძირითადად კითხვით და ტელევიზორის ყურებით ვკლავ. აქ, მეტს, პრინციპში, ვერც ვერაფერს მოიფიქრებს კაცი.


- ტელევიზორი ან რადიო გაქვთ? საინფორმაციო გამოშვებებს თუ ადევნებთ თვალს, თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა?


- კი, საინფორმაციო გამოშვებებს ვუყურებ, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით მას მერე, რაც ეს გამოსვლები დაიწყო.


- თქვენზე რას ამბობენ და წერენ, მაგას თუ ადევნებთ თვალს? თუ კი - რას ფიქრობთ, რამდენად ზუსტი ინფორმაცია ვრცელდება?


- ვერ ვადევნებ თვალს, სამწუხაროდ.


- ხასიათი ხშირად გეცვლებათ? ან როგორ ხასიათზეა ხოლმე ციხეში ადამიანი?


- არც ისე ბევრი რამეა აქ ხასიათის შესაცვლელი და არც კარგ ხასიათზე ყოფნაა მარტივი. ასე რომ, სტაბილურად მოწყენილი.


- კვება როგორია? მიეჩვიეთ?


- კვება დამაკმაყოფილებელია. დიდად მიჩვევა არ გამჭირვებია, ძირითადად, აქაურ მარკეტში ვყიდულობ ყველაფერს


- რას ყიდულობთ ხოლმე?


- მაღაზიაში იყიდება თითქმის ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ მარკეტში. არის რაღაც პროდუქტები, რაც აკრძალულია. მაგალითად: შაქარი, შესქელებული რძე, შაქრიანი ლიმონათი, ლუდი.


- ყველაზე მეტად თქვენი საპატიმრომდე ცხოვრებიდან რა გენატრებათ? ან რაზე გეფიქრებათ?


- ყველაზე მეტად მენატრება ოჯახი 4 წლის შვილი და მასთან ობობობანას თამაში (ობობები უყვარს). არ გავა ღამე, მასზე ფიქრში რომ არ გავატარო.


- როგორი იყო ეს თვეები მაისიდან დღემდე - შეგიძლიათ აღგვიწეროთ?


- თავიდან მეგონა, რომ იყო რაღაც გაურკვევლობა და გარკვევის შემდეგ გამიშვებდნენ. ყოველი დღე იყო უცნაური, სულ ველოდი, რომ გამიშვებდნენ, მაგრამ რაც ეს ამბები დაიწყო, ვრწმუნდები, რომ აქედან ჩვენი გამშვებები ესენი არ არიან. სამაგალითო დასჯაა მიზანი და სამაგალითოდაც დაგვსჯიან, მთავარია სხვებს არ შეეშინდეთ და ფარხმალი არ დაყარონ.


- მანდ ფიქრისთვის, ალბათ, ბევრი დრო გაქვთ, რაზე გეფიქრებათ ყველაზე ხშირად?


- ვფიქრობ ოჯახზე. რას ვაკლებდი და რას შევცვლი აქედან გამოსვლის მერე. ვფიქრობ მომავალზე, როგორ გავაგრძელებ და რას ვიზამ, აქედან თუ ძალიან გვიან გამოვედი. ბევრ სისულელეებზეც ვფიქრობ. მაგალითად, ქართულ ფლოტზე.


- თქვენი დაკავებისას შსს-ს მიერ გავრცელებულ ჩამონათვალში მითითებული იყო თქვენი ადრე ნასამართლობაც წარსულში - როგორც ფიქრობთ, ეს იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?


- წინა ნასამართლობა მაქვს დაახლოებით იგივე მიზეზით. რუს „ტურისტებთან“ მომივიდა შელაპარაკება ბარში, ჩემს სახლთან ახლოს, ბუჩაში მომხდარის საფუძველზე. ვერ შევთანხმდით ჩვენ იქ მომხდარის აღქმებში, რუსეთის ავკარგიანობაზე და პუტინის ხედვებზე. რა თქმა უნდა, „ტურისტებმა“ გამოიძახეს პატრული და, რა თქმა უნდა, მოსამართლემაც „ტურისტების“ გასახარად დამსაჯა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მგონია, რომ წინა ნასამართლობა მოსამართლეს არ დარჩება შეუმჩნეველი დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე.


- საია ამბობს, რომ სასამართლო შეგნებულად აჭიანურებს 2024 წლის გაზაფხულზე დაკავებული „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების საქმეების განხილვას, რომ პრეზიდენტს ვეღარ მოესწრო შეწყალების აქტის გამოცემა. თქვენც გქონდათ ამის განცდა? და დღეს, როცა უკვე პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი ცნობილია, რას ფიქრობთ? რა შანსები რჩება?


- ჩემი საქმე უდავოდ ვცანით (დაცვის მხარემ მტკიცებულებების შესახებ დავაზე უარი თქვა - რ.თ.) 3 ოქტომბერს, მას შემდეგ მოსამართლე არ ნიშნავს პროცესს და მაქსიმალურად აჭიანურებს საქმის დასრულებას. დარჩენილი აქვს 10-15 წუთის საქმე დასკვნითი სიტყვისთვის.


- როგორ ფიქრობთ, თუ გათავისუფლდებით, რას გააკეთებთ პირველად?


- პირველი, რასაც ვიზამ, ობობობანას ვეთამაშები ჩემს შვილს.


გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატმა, კობა ბარამიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 12 დეკემბერს უნდა გაიმართოს საქმის არსებითი განხილვის ერთ-ერთი ბოლო სხდომა, სადაც მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვებით უნდა წარდგნენ, ხოლო მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.


თუმცა, ადვოკატი იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ამ სხდომაზე, მოსამართლემ იმსჯელოს მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის კიდევ ორი თვით გაგრძელებაზე, შემაჯამებელი სიტყვები და განაჩენის გამოცხადება კი ისევ გადაიდოს.




გიორგი ოკმელაშვილის საქმის არსებითი განხილვა 2024 წლის 16 ივლისს დაიწყო. ამ საქმეზე უკანასკნელი სხდომა 3 ოქტომბერს ჩატარდა. ამის შემდეგ სხდომა ფაქტობრივად აღარ გამართულა. 2024 წლის 15 ოქტომბრის სხდომა პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო ისე, რომ შემდგომი სხდომის კონკრეტული თარიღი არც განსაზღვრულა. სხდომის დროულად ჩანიშვნის და გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, დაცვის მხარემ სასამართლოს რამდენიმე წერილით მიმართა. მოგვიანებით დაცვის მხარეს ეცნობა, რომ სხდომა 12 დეკემბერს ჩაინიშნა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Карен Хачанов

Хачанов признался, что российские теннисисты скучают по Кубку Дэвиса






В России с 2025 года проиндексируют пенсии: догонят ли выплаты инфляцию

Собянин рассказал об успехах Москвы в сфере несырьевого экспорта

Рождественские традиции русских крестьян и дворянских семей раскроют в Ленинском округе

Общественные советники ЦАО смогут поучаствовать в образовательных программах проекта «Стиль жизни»