Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

რუსეთი აცხადებს, რომ ტაგანროგის სამხედრო აეროდრომს უკრაინის არმიამ ATACMS-ის რაკეტებით შეუტია

0
რუსეთის სამხედრო უწყებამ 11 დეკემბერს დაადასტურა როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინის მიერ განხორციელებული იერიში და დააზუსტა, რომ უკრაინამ სამხედრო აეროდრომს ესროლა ექვსი ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი.


მაგრამ რუსეთის სამხედრო უწყება ამტკიცებს, რომ ATACMS-ის ორი რაკეტა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "პანცირის" საბრძოლო გათვლამ ჩამოაგდო, დანარჩენი 4 - რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.


რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, რაკეტების ფრაგმენტების დაცემის შედეგად, დაზარალდა აეროდრომის პერსონალი და დაზიანდა რამდენიმე შენობა, სამხედრო და სამოქალაქო ავტოტრანსპორტი. "ეს იერიში უპასუხოდ არ დარჩება", -აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე ტაგანროგი როსტოვის ოლქის სამრეწველო ცენტრია, სადაც განთავსებულია საავტომობილო, მეტალურგიული, ავიამშენებელი და ელექტროთერმული მოწყობილობების მწარმოებელი ქარხნები.


უკრაინას რუსეთის რეგიონებზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.



უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვთ გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.




 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Вероника Кудерметова разгромно проиграла Белинде Бенчич во втором круге турнира WTA-500






ДАНА ПАРИМБЕТОВА: "Говорить о полноправной конкуренции нейросети с авторами пока рано"

Москвичку оштрафовали на 855 тысяч за покупку машины за наличные

Сергунина: Конференция по электронной торговле пройдет в Москве 17 февраля

Ввод премиального и элитного жилья 2025