რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა
უკრაინის ენერეგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მასირებული შეტევის ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.
ადგილობრივი დროით 10:00 საათის მონაცემებით, ხარკოვსა და ნიკოპოლში დაზიანებულია სახლებიც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო და ამ სისტემას დღემდე მიზანმიმართულად უტევს. უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.