Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

გერმანიაში დაიწყო სასამართლო პროცესი ისლამისტური ტერაქტების საქმეზე, რომელშიც სამი მოზარდია ბრალდებული

0
დიუსელდორფში დაიწყო პროცესი დაგეგმილი ისლამისტური ტერაქტების საქმეზე, რომელშიც გერმანიის მოქალაქე სამი არასრულწლოვანია ბრალდებული.

გამომძიებლების ინფორმაციით, 16 წლის გოგო და 15 და 17 წლის ბიჭები გასულ გაზაფხულზე ქრისტიანულ ეკლესიებზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ. დანაშაულის სავარაუდო ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე, სამივე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში დააკავეს.

სასამართლო პროცესი საზოგადოების წვდომის გარეშე გაიმართება, ვინაიდან ბრალდებულები არასრულწლოვანები არიან.



სამივე მათგანს სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი მძიმე დანაშაულის მომზადება ედება ბრალად. ორმა ბრალდებულმა უკვე წინასასამართლო გამოძიების პროცესში დეტალურად ისაუბრა თავიანთი გეგმების შესახებ. ბრალდებულები სოციალურ ქსელებში-ტელეგრამში, Session-სა და Discord-ში - განიხილავდნენ სასამართლოებზე, მატარებლის სადგურებსა და პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმის გეგმებს.



საბოლოოდ, ბრალდებულები შეთანხმდნენ ეკლესიებში ტერორისტული თავდასხმების განხორციელებაზე. ტერორისტული თავდასხმების შესაძლო ადგილებს შორის განიხილებოდა ქალაქები დორტმუნდი, კიოლნი, დიუსელდორფი და იზერლონი.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დროს, ერთ კვირა დღეს ბრალდებულები ეკლესიაში შეჭრას, იქ სროლისა და დანით თავდასხმის მოწყობას გეგმავდნენ. ამის შემდეგ ბრალდებულები, სავარაუდოდ, მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით ტაძრებში ხანძრის გაჩენას აპირებდნენ. არასრულწლოვანები ერთმანეთში ასევე განიხილავდნენ ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენასა და წარმოებას.

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის სამსახურმა ეჭვმიტანილთა ჯგუფზე ყურადღება მას შემდეგ გაამახვილა, რაც არასრულწლოვანმა გოგომ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანების მიზნით, სირიაში გამგზავრების განაცხადი შეიტანა. მან ერთ-ერთ თანამზრახველს უამბო თავისი გეგმების შესახებ. პოლიციამ ის ჯერ ვერ იპოვა. გამომძიებლებმა ტერორისტული თავდასხმების ორგანიზების გეგმების შესახებ მისი მობილური ტელეფონის "ჩათების" მონაცემთა ანალიზის შედეგად შეიტყვეს.

სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. დაგეგმილია ორმოცზე მეტი მოწმის მოსმენა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Екатерина Александрова

Екатерина Александрова вышла в полуфинал турнира в Линце, где сыграет с Каролиной Муховой






Житель Подмосковья выиграл в лотерее сотни миллионов рублей

В Подмосковье суд вынес приговор военным за хищение с оборонного предприятия

В центре Москвы произошел пожар в многоквартирном доме

В Феодосии введен в эксплуатацию новый жилой комплекс “Утесов”