Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

WSJ: ტრამპი განიხილავს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის ვარიანტებს

0
The Wall Street Journal-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი განიხილავს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ მოქმედების რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას.

გამოცემა ეყრდნობა წყაროებს, რომლებიც ტრამპის გუნდის გეგმებს იცნობენ.

WSJ-ის თანამოსაუბრეების თანახმად, ტრამპის გუნდი ახლა თეირანის წინააღმდეგ მიმართული „მაქსიმალური ზეწოლის 2.0 სტრატეგიაზე“ მუშაობს. ოთხი პირი, რომლებმაც გამოცემას ინფორმაცია მიაწოდეს, იცნობს ირანზე ზემოქმედების ორ ვარიანტს.

ერთის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში მოხდება აშშ-ის სამხედროების, თვითმფრინავებისა და ხომალდების დიდი რაოდენობის გადასროლა. ეს სცენარი ასევე გულისხმობს ისრაელისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდებას, ირანის ბირთვული ობიექტების მწყობრიდან გამოსაყვანად.

მეორე ვარიანტი სამხედრო ძალის და მკაცრი ფინანსური სანქციების გამოყენების ერთობლიობას წარმოადგენს. მოელიან, რომ ასეთი მიდგომა ირანის ეკონომიკას ძირს გამოუთხრის და აიძულებს თეირანს, მოძებნოს დიპლომატიური გზები. სტატიაში არ არის დაზუსტებული, რომელი სცენარისკენ იხრება ტრამპი.

გაეროს და ირანის წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს.

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას და ჰეზბოლას (დაჯგუფება, რომელიც აშშ-ში ტერორისტულად, ევროკავშირში კი ნაწილობრივ ტერორისტულადაა მიჩნეული) დასუსტებას მოჰყვა ირანის პოზიციების გაუარესება ახლო აღმოსავლეთში.

ტრამპი ამ ვითარების გამოყენებას აპირებს, რათა თეირანს ბირთვულ სფეროში დათმობები აიძულოს.

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს მეორედ დაიკავებს, ფიცის დადება იანვარშია დაგეგმილი.

2015 წელს, ერთი მხრივ, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა და გერმანიამ და მეორე მხრივ კი, ირანმა გააფორმეს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შეთანხმება, რის სანაცვლოდ დასავლეთს თეირანისთვის დაწესებული სანქციები უნდა შეერბილებინა.

2018 წელს აშშ-მა შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და სანქციები უფრო გაუმკაცრა ირანს. ირანმა ეტაპობრივად დაიწყო თავისი ბირთვული პროგრამის აღდგენა.

დასავლეთში შიშობდნენ, რომ ირანი ბირთვული იარაღზე მუშაობს, მაგრამ ირანი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი ბირთვული სფერო სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.



12 დეკემბერს ბირთვული ენერგეტიკისა საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანი დასთანხმდა სააგენტოს მხრიდან მეთვალყურეობის გამკაცრებას "ფირდოუს" ბირთვულ ობიექტზე.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Дарья Касаткина

Теннисистка года в России — Дарья Касаткина! Итоговый рейтинг «Чемпионата» — 2024






Синоптики спрогнозировали снег и гололедицу в Москве 15 декабря

Сирийский замес и его возможные последствия

Кадыров призвал закрыть салоны красоты в Чечне с неподобающими фото с девушками

Сладков заявил о "генеральском призыве" и новой реальности: "Ветераны СВО входят во власть"