Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს ხელისუფლებას, "დაუყოვნებლივ და უპირობოდ" გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე

0
ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "დაუყოვნებლივ და უპირობოდ" გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. 13 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით, კინოაკადემია მოუწოდებს კინოსა და კულტურის ყველა სხვა ინსტიტუტს მთელს მსოფლიოში, იგივე გააკეთოს. 


"საპროტექტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ, ხუთი პირი, მათ შორის, 28 წლის კინოსა და თეატრის მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე 5 ნოემბერს დააკავეს "ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მონაწილეობისა და საჯარო მოწოდების“ ბრალდებით.

როგორც ჩანს, ეს დაკავება ხელისუფლების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მიზნით, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვანების უსაფრთხოების გამო", - წერია კინოაკადემიის განცხადებაში.




მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 7 დეკემბერს, პროევროპული აქციებისას დაკავებული კიდევ ხუთი პირის სისხლის სამართლის საქმესთან ერთად განიხილა.


გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


28 წლის მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ბრალზე საუბრისას, პროკურორი ამბობს:


„ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში. 2024 წლის 29 ნოემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქტიურად მონაწილეობდა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ჯოხს ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას“.


სხდომის დაწყებამდე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რაც ასეთ მძიმე დანაშაულს დაადასტურებს.


რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.


ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Павлюченкова

Павлюченкова назвала говном мячи на турнире в Абу-Даби






Merkur: маневр Путина у Курил не прошел бесследно для Японии

Минтранс: Аэротакси может появиться в России

Газпромбанк Лизинг начал поставку новых автобусов в Ярославскую область

Смартфон Samsung Galaxy A16: самая доступная модель бренда 2024 года