Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

სირიაში მდებარე რუსული ბაზიდან სატრანსპორტო თვითმფრინავი ლიბიაში გადაფრინდა

0
რუსული სატვირთო თვითმფრინავი შაბათს დილით სირიის ხმეიმიმის ავიაბაზიდან ლიბიის მიმართულებით აფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს სირიის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომელიც თვალყურს ადევნებს სამხედრო ბაზის აქტივობას.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ბაზიდან კიდევ რამდენიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი გაემგზავრება. შაბათს დილით კი ბაზაზე შენიშნეს IL-76 -ის სატვირთო თვითმფრინავი, ასევე ვერტმფრენები, რომლებიც, სავარაუდოდ, იქ ჩამოფრინდნენ სირიის სხვა რეგიონებიდან, სადაც რუსი სამხედროები პოზიციებს ტოვებენ.


როგორც რადიო თავისუფლებამ სატელიტური სურათების საფუძველზე გაარკვია, რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ამ კვირის დასაწყისში, 10 დეკემბერს, ლიბიაში, ალ-ჯუფრას ავიაბაზაზე დაეშვა. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან ჩაფრინდა და სად გაეშურა მოგვიანებით ეს თვითმფრინავი.




წინა დღეს, სატელიტური სურათების ანალიზის საფუძველზე, გავრცელდა ინფორმაცია ბაზაზე ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავის AN-124, ასევე IL-76-ის, AN-32-ისა და AN-72-ის არსებობის შესახებ. ინფორმაცია ხმეიმიმის ბაზიდან ლიბიაში სატვირთო თვითმფრინავის გაფრენის შესახებ, სადაც რუსი სამხედროებიც იმყოფებიან, პირველად გავრცელდა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობისა და შეიარაღებული ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. სირიაში ხელისუფლების ცვლის ფონზე, ქვეყანაში რუსული ბაზების მომავალი გაურკვეველი რჩება.




 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Карен Хачанов

Теннисист Карен Хачанов не сумел пробиться в четвертый круг Australian Open






В Москве в 230 учебных заведений обновили оборудование

Крещенские купания: советы врача для безопасного омовения

На северо-западе Москвы возвели два дома по реновации

В Москве два человека погибли в ДТП после взрыва авто, влетевшего в столб