Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

ესტონეთმა კობახიძე და კიდევ 13 ქართველი თანამდებობის პირი დაასანქცირა, მათ შორის მოსამართლეებიც

0
ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. იმ პირების სიაში, რომელთაც ესტონეთში შესვლა აეკრძალათ, არიან მოსამართლეებიც. 


ამის შესახებ სოციალ ქსელ „X“-ში ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.


„ესტონეთმა კიდევ 14 ქართველი თანამდებობის პირი დაასანქცირა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ", - წერს ცაჰკნა.


ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუსაჯაროვებია დასანქცირებულების სია. ოფიციალურ განცხადებაში დაწერეს:


„ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ, მიუღებელია, დანაშაულია და ადამიანის უფლებების წინააღმდეგაა მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირება მოახდინონ იმაზე, რაც საქართველოში ხდება და დააწესონ კონკრეტული ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც  მიმართავს არასათანადო ძალას და სასტიკ ძალადობას საქართველოს ხალხის მიმართ და ძირს უთხრის დემოკრატიას“, - წერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 


ესტონეთმა უკვე დაასანქცირა 11 მაღალი თანამდებობის პირი, 2 დეკემბერს ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, მათ შორის სავიზო სანქციები დაუწესეს ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს.  დასანქცირებულების სია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგსმა გასააჯაროვა.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Энди Маррей

Джокович о работе с Марреем: «Не вижу, чтобы он нервничал на моих матчах – у него такое же непроницаемое лицо, которое я видел последние 30 лет»






ЕГЭ-2025: все о расписании и результатах экзаменов

Московские кафе и рестораны принимают участие в сборе помощи для бойцов СВО

Тамбовчане завоевали 5 медалей на чемпионате Московского военного округа по самбо

"Вам миллиард показать?": После анапской катастрофы веселье чиновников остановит только Путин