Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი

0

ესპანეთის კინოაკადემიის განცხადებით, 17 დეკემბერს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი, რომელმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა რეჟისორ პედრო ალმოდოვარის ფილმებში შესრულებული როლებით.

პარედესმა თამაში 14 წლის ასაკში დაიწყო და 75-ზე მეტ ფილმში იყო გადაღებული, მათ შორის ალმოდოვარის სურათებში "მაღალი ქუსლები", "ყველაფერი დედაჩემის შესახებ", "ჩემი საიდუმლოს ყვავილი".

"ესპანური კინო დარჩა მისი ერთ-ერთი ყველაზე ემბლემატური მსახიობის, მარისა პარედესის გარეშე", - წერს კინოაკადემია პლატფორმაზე X-ზე.

პარედესი ორჯერ იყო წარდგენილი ესპანეთის პრემია "გოიაზე". საპატიო "გოია" მას 2018 წელს მიენიჭა.

პარედესი გადაღებულია საერთაშორისო ფილმებშიც, მათ შორის იტალიელი რეჟისორის, რობერტო ბენინის სურათში "ცხოვრება მშვენიერია" და მექსიკელი გილერმო დელ ტოროს ფილმში "ეშმაკის ხერხემალი".

2000-2003 წლებში პარედესი იყო ესპანეთის აკადემიის პრეზიდენტი.

რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის ოქტომბერში, მარისა პარედესი საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია ქუთაისის საერთაშორისო კინოფესტივალს. მის თაყვანისმცემლებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ პარედესის მასტერკლასს. ქუთაისში ყოფნისას მსახიობმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ჟურნალისტს, კინომცოდნე გოგი გვახარიას.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Роттердам (ATP). 2-й круг. Медведев встретится с Беллуччи, Хуркач – с Лехечкой






Лолита осталась без газа: какие нарушения нашли в московской квартире певицы

Антициклон захватил власть: погода готовит сюрпризы, достойные Книги рекордов

Владимир Ефимов: Современный жилой квартал со спорткомплексом возведут в Свиблове по программе КРТ

Суд вынес приговор подросткам, которые в Москве подожгли BMW за 15 миллионов