Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მოსამართლე თადუმაძე ლიეტუვაში მის სანქცირებაზე მიღებული გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

0
საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, ყოფილი გენერალური პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე მის სანქცირებაზე ლიეტუვაში მიღებული გადაწყვეტილების სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. მანამდე კი ის „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ლიეტუვის ელჩთან შეხვედრას სთხოვს.


შალვა თადუმაძემ მაკა ბოჭორიშვილს წერილი 17 დეკემბერს გაუგზავნა. წერილის ასლს ტელევიზიები „რუსთავი 2“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებენ.


„ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიის თითოეული პირი, მათ შორის, მეც, დაგვადანაშაულა საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დარღვევაში... [მსურს] ოფიციალური პირისაგან განმემარტოს, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მომიხსენია დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი“.


ჩემი თქვენდამი თხოვნისა და ელჩთან შეხვედრის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს, მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ლიეტუვის წინააღმდეგ, რათა სამართლებრივი გზით აღვიდგინო ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილი ჩემი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, - წერს შალვა თადუმაძე წერილში.




იურისტი დავით ზედელაშვილი განმარტავს, რომ ერთი ქვეყნის მოქალაქეს მეორე ქვეყანაში „შესვლის მოთხოვნის ნულოვანი უფლება აქვს“. 


„უფლება არ არსებობს და ეს სასამართლოში ითხოვს დაცვას“. 




5 დეკემბერს ლიეტუვამ სავიზო სანქციები დაუწესა 17 ადამიანს, მათ შორის პოლიტიკოსებსა და მოსამართლეს.


„ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა სიის გასაჯაროებამდე.




ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესება დროში ემთხვევა თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე ხალხმრავალ პროევროპულ აქციებს, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.


დღეს, 18 დეკემბერს, პროტესტის 21-ე დღეა. ამ დროის განმავლობაში დაკავებულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე, შსს-ში კი ამბობენ, რომ დაშავდნენ მათი თანამშრომლებიც.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Калинская

Анна Калинская снялась для обложки журнала Harper’s Bazaar и попросила не спрашивать её о романе с Янником Синнером






Любимую собаку покойного экс-мужа Седоковой в США приютил его друг

14 новых экспозиций откроется в «Михайловском» в 2025 году

Глава Минтранса Роман Старовойт заявил о планах создать беспилотные грузовые поезда в России

В банке на Среднеохтинском проспекте в Петербурге произошел взрыв