Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

რუსეთის დამკრძალავი ბიზნესი ომის პერიოდში

0
რუსეთში დაკრძალვის მომსახურებაზე ფასები იზრდება. ბაზრის მონაწილეების აზრით, ეს ხდება არა მხოლოდ ზოგადი ინფლაციის, არამედ სანქციების და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაზრდილი მოთხოვნის გამო. ამასთან, თანხები, რომლებსაც დაღუპულთა დასაკრძალად გამოუყოფს ოჯახებს თავდაცვის სამინისტრო, ყველაზე მოკრძალებული დაკრძალვის რეალურ ღირებულებაზე დაბალია.


„ჯერ კუბოების ფასი გაიზარდა, მერე ღობეების“

ამ შემოდგომაზე, ოხაში, სახალინის ოლქის ჩრდილოეთში, მიწას მიაბარეს 20 წლის ნიკიტა მოლოჩკოვსკი. მას ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდა სასამართლო პროცესი თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვდა, ბათილად ეღიარებინათ კონტრაქტი, რომელსაც სამხედრო მეთაურებმა მის ნაცვლად მოაწერეს ხელი. პასუხი ექსპერტიზისგან, რომელმაც დაადასტურა ხელმოწერების გაყალბების ფაქტი, ოჯახს მისი სიკვდილის შემდეგ მიუვიდა.


„აქ საცოლე ელოდა, ისეთი კარგი გოგო. დაქორწინება, შვილების გაჩენა სურდათ. ასე მეუბნებოდა: „დედა, ეს არ არის ჩვენი ომი, არ მინდა ვიბრძოლო და არ ვიბრძოლებ“. თითქოს ვინმემ ჰკითხა...“ ტირის ნიკიტას დედა ნატალია.




ნიკიტა 10 ოქტომბერს დაკრძალეს. ამისთვის ძლივს შეაგროვეს ფული.


„დაკრძალვა 140 ათასი მანეთი დაგვიჯდა. მხოლოდ დაკრძალვა. ქელეხს არ ვთვლი, ეს კიდევ 120 ათასამდე დაჯდა. 140 ათასიდან სამხედრო ნაწილმა, რომელმაც ყალბი კონტრაქტით სასიკვდილოდ გაგზავნა ნიკიტა, მხოლოდ 51 ათასი გადაიხადა!“ - ამბობს დაღუპულის და არინა. „ძალიანაც რომ მოინდომო, ამ თანხაში ვერ ჩაეტევი. ეს ხარჯები აქ, სახალინზე, კუბოსთვისაც არ არის საკმარისი! და ეს გალავნის და ღობის გარეშეა - მომავალი წლისთვის გადავდეთ. არაფერი განსაკუთრებით ძვირი არ აგვიღია. ეს კუნძულზე საშუალო ფასებია. ჩემმა ნაცნობმა ცოტა ხნის წინ დაკრძალა თავისი ძმა: ახლა ვკითხე - 100 ათასი მანეთი მისცა დაკრძალვაში. ეს მსხვილი ხარჯების ჯამია, წვრილმანები ჯერ არც კი დაუთვლია.




ლიუდმილა ივანოვნამ, ირკუტსკის ოლქიდან მობილიზებული კაცის დედამ (ითხოვს, არ გააცხადონ მისი და მისი ვაჟის გვარი), შვილი სექტემბერში დაკრძალა. ის ამბობს, რომ „იაფი კუბოს მოძებნა მოუწია“.


„სააგენტოში, რომელსაც დავუკავშირდი, უბრალო ხის კუბოს 9 ათას რუბლზე ნაკლებად ვერ იპოვით (თუ ზრდასრულისთვის გჭირდებათ და არა ბავშვისთვის). ხოლო საშუალო, შიგნიდანაც და გარედანაც ქსოვილით შემოსილი - 40 ათასი ეღირება. მაგრამ არის 121 ათასიანიც! უბრალოდ, გვეშინოდა ამ მიმართულებით ყურება. „ხარჯთაღრიცხვაში“ რომ ჩავტეულიყავით, იძულებული გავხდით, საშუალო ვარიანტი, 23-იანი აგვერჩია,“ ამბობს დედა.


ის „ხარჯთაღრიცხვას“ უწოდებს ფულს, რომელსაც სახელმწიფო გამოყოფს უკრაინაში დაღუპულთა დაკრძალვისთვის. 2024 წლის აგვისტოში თავდაცვის სამინისტრომ ეს „ხარჯთაღრიცხვა“ 3552 რუბლით გაზარდა. და ახლა დაღუპული სამხედროს დაკრძალვისთვის 51 552 რუბლია გათვალისწინებული. ეს თანხა, ამბობენ დაღუპულების ახლობლები, როგორც წესი, ძალიან მოკრძალებული ცერემონიისთვისაც კი არ არის საკმარისი.




ირკუტსკის ოლქში, უსტ-კუტში მცხოვრებმა ნადეჟდამ ამ შემოდგომაზე ასევე დაკრძალა ყოფილი ქმარი, კონტრაქტით მეომარი ჯარისკაცი სემიონი. კუბოზე ფულის დახარჯვა არ მოუწია.




„ახალი კუბო არ გვიყიდია, როგორც იყო თუთიის კუბოში, ისევე დავკრძალეთ. მაგრამ მიუხედავად ყოველგვარი ეკონომიისა, დაკრძალვა 70 ათას რუბლზე ნაკლები მაინც არ ჯდება. საფლავის ქვა ჯერაც არ არის, ასე მთელი ასიათასი გამოვიდოდა“, ამბობს დაღუპულის ყოფილი მეუღლე.


კონტრაქტორი ჯარისკაცის ნათესავი, ალექსეი ამბობს, რომ სემიონის ამჟამინდელმა ოჯახმა ომში მიღებული მისი შემოსავლებით ძლივს გაისტუმრა მრავალრიცხოვანი სესხები. ამიტომ აიღო დაკრძალვა საკუთარ თავზე მისმა ყოფილმა მეუღლემ.


„გაურკვეველია, საიდან უნდა აეღო ოჯახს თავდაპირველად ეს თანხა დაკრძალვისთვის. ხოლო სემიონის დედა ტვინს უბურღავდა თავის ყოფილ რძალს: „ქვითრები, ქვითრები, ქვითრები მოითხოვეთ, შეინახეთ“. გულისხმობდა, მათ გარეშე არაფერს გადაიხდიანო. სამხედროები კი დაემუქრნენ დედას, რომ „კუბოს ფულს“ არ მისცემდნენ, თუ მედიასთან სიტყვას დაძრავდა იმაზე, რომ დასაკრძალი ფული არ ეყოთ“.


რუსეთში „კუბოს ფულს“ უწოდებენ გადასახადებს, რომლებსაც დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს უხდიან. უკრაინასთან ომის მონაწილის დაღუპვისთვის რუსეთი გამოყოფს ერთჯერად შემწეობას და სადაზღვევო ანაზღაურებას. 2024 წელს ერთჯერადი შემწეობა იყო 5 მილიონი რუბლი. ამ ფულის გარდა დაღუპულის ოჯახს შეუძლია მიიღოს ერთჯერადი თანხა და სადაზღვევო გადასახადი კომპანია „სოგაზისგან“, რომელიც აზღვევს რუსეთის ყველა სამხედრო მოსამსახურეს. მათი მოცულობა 2024 წელს არის 4,9 და 3,3 მილიონი რუბლი შესაბამისად. ასევე არსებობს სხვადასხვა რეგიონული გადასახადი. ყველაზე მეტს, 3 მლნ რუბლს, იხდიან მოსკოვში, ნოვოსიბირსკის, მაგადანის, ტიუმენის ოლქებსა და იუგრაში. თათრეთის, ბაშკირეთის, არხანგელსკის, ბრიანსკის, ლენინგრადის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ტულის ოლქებში ოჯახებს ყოველ დაღუპულზე 2 მლნ რუბლს უხდიან. სხვა რეგიონები 1 მლნ რუბლს იხდიან.


„კუბოს გადასახადის“ მისაღებად გარდაცვლილის ოჯახი აგროვებს საბუთების პაკეტს, რომელიც წარედგინება სამხედრო კომისარიატს ან სამხედრო ნაწილს, სადაც მათ განიხილავენ და შემდეგ სხვა ინსტანციებში აგზავნიან გადასახადების გასაფორმებლად.


და სანამ ეს პროცესი გრძელდება, ახლობლებმა მიცვალებულები საკუთარი ხარჯებით უნდა დაკრძალონ, მერე კი შესაბამის ორგანოებში ქვითრების წარდგენის შემდეგ კომპენსაციას დაელოდონ. დაღუპულთა ყველა ახლობელი, ვისთანაც რედაქციამ შეძლო საუბარი, ამბობს, რომ ძალზე რთულია თავდაცვის სამინისტროს ლიმიტის „დაკმაყოფილება“.


„რეგიონებში მაქსიმუმი, რის გადახდაზეც თანახმაა ხელისუფლება, არის 51 552 რუბლი, ადრე ეს 48 ათასი იყო. მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და სევასტოპოლში ადგილობრივი გადასახადების გამო თანხები ოდნავ მეტია - 70884 რუბლი (იყო 66 ათასი),“ ამბობს ადვოკატი ნატალია, რომელსაც ხშირად უწევს სამხედროთა ნათესავების დახმარება. „ამ თანხისთვის ნათესავებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ: მოამზადონ დაკრძალვისთვის საჭირო საბუთები, გადაასვენონ ცხედარი ან ნეშტი, გადაიხადონ მორგის საფასური სიკვდილის ადგილზე, კუბოსთვის ან ურნისთვის, გვირგვინებისა და სხვა სარიტუალო ნივთებისთვის, ასევე გადაიხადონ გამოსამშვიდობებელი რიტუალური დარბაზის ქირა, ადგილი სასაფლაოზე, საფლავის გათხრასთან დაკავშირებული მომსახურება, საფლავის ქვის დამზადება და დამონტაჟება. ყველა სერვისისა და ნივთისთვის საჭიროა დეტალური ქვითრები თარიღით, თანხით, კომპანიის შესახებ დეტალებით და შტამპით. ანუ არა მარტო სალაროს ჩეკი, არამედ ყიდვის ქვითარიც.




ნატალიამ რამდენჯერმე აიღო საქმეები, როდესაც ნათესავები დაკრძალვისთვის ცდილობდნენ თავდაცვის სამინისტროსგან მიეღოთ ლიმიტზე უფრო მაღალი ხარჯების ანაზღაურება.


„მე არ ვუჭერ მხარს ამ ყველაფერს [ომს]. საქმეს ვიღებდი იმიტომ, რომ დაღუპულებს ჰყავდათ ნათესავები - ასაკოვანი მშობლები, ძირითადად დედები. თავად ბიჭები კი არიან მობილიზებული, არსებითად იძულებითი ჯარისკაცები,“ განმარტავს ნატალია. „ასე რომ, ეს ბებიები „ბიჭისთვის“ ყიდულობენ ყველაფერს უმაღლეს დონეზე და არ იციან, რომ თავდაცვის სამინისტრო მკაცრად ზღუდავს მათ ხარჯებს. შემდეგ კი პენსიიდან იხდიან. რა თქმა უნდა, ისინი იღებენ კრედიტს. ან საკუთარი „დასამარხიდან“ (საკუთარი დაკრძალვისთვის გამოყოფილი ფულიდან). განყოფილებაში მათ ეუბნებიან, ყველაფერს გადავიხდით, უბრალოდ ქვითრები აიღეთო. მერე კი აღმოჩნდება, რომ 51 ათასის გარდა, როგორც წესი, საკუთარი ჯიბიდან კიდევ 20-30 ათასის გადახდა უწევთ. ვინაიდან სამხედრო ნაწილშიც კი ყოველთვის არ გეუბნებიან [ხარჯების] ლიმიტის შესახებ. ცბიერი დამკრძალავები კი ხმას არ იღებენ, რათა ახლობლებმა დიდი თანხები შეაგროვონ“.


მოსკოვში დამკრძალავი სახლის მფლობელი ევგენი კოზლოვი ადასტურებს დაღუპულთა ნათესავების სიტყვებს: საშუალო, ანუ მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით საკმაოდ მოკრძალებული ქვითარი დღეს რუსეთში 70 ათასიდან იწყება და 120 ათას რუბლს აღწევს.




„ეს არის ქვეყნის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელი. და ამ თანხაში ჯერ არ ჩამითვლია საფლავის ქვა. ეს ძალიან პირადი საქმეა, ზოგი ნახევარ მილიონად ყიდულობს, ზოგი 20 ათასად და ეს ნორმალურია. წლის განმავლობაში თანდათან ყველაფერი ძვირდებოდა: ჯერ კუბოები გაძვირდა, შემდეგ გაძვირდა ღობეები, საფლავის ქვა,“ ამბობს კოზლოვი.


მის ბიზნესში როგორაა შემოსავლების საქმე, ამაზე საუბრისგან თავს იკავებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ შარშან დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურებების სრული ღირებულება რუსეთში საშუალოდ 15-20%-ით გაიზარდა. მაგრამ, მაგალითად, ნოვოსიბირსკის ოლქში 2022 წლიდან კუბოების დამზადების ღირებულება გაიზარდა თითქმის 30%-ით, კრემაცია - 71%-ით. 2025 წლის დასაწყისიდან კი, როგორც დაკრძალვის სერვისების მიმწოდებლები გვაფრთხილებენ, ფასები კვლავ გაიზრდება - მინიმუმ 10%-ით.


„როსსტატის“ სტატისტიკა ნაწილობრივ ადასტურებს ექსპერტის სიტყვებს: დაკრძალვის მომსახურების საშუალო ღირებულება რუსეთში 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს მონაცემებით (2023 წლის ოქტომბრიდან) გაიზარდა 9%-ით, საფლავის გათხრის ცალკე მომსახურება - 12% -ით. ამასთან, დაკრძალვის სერვისების ბაზრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ „როსსტატი“ თავის გათვლებში იყენებს ფასებს, რომლებიც ბევრად დაბალია ბაზრისაზე“.


ციმბირში ზრდის ლიდერები იყვნენ ალთაის რესპუბლიკა (დაკრძალვის მომსახურების ღირებულება გაიზარდა 32,79%-ით) და იამალო-ნენთა ავტონომიური ოკრუგი (32,25%-ით).


შორეულ აღმოსავლეთში დაკრძალვის მომსახურება ყველაზე მეტად გაძვირდა 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ოქტომბრამდე იმიერბაიკალეთის მხარეში - 31,3%-ით, და პრიმორიეში - 21,44%-ით.




"ოქროს დრო ჩვენთვის"

ირკუტსკის მახლობლად, პატარა სოფელში მდებარე დაკრძალვის მაღაზიის მფლობელი კატერინა ამბობს, რომ, ფასების ზრდის მიუხედავად, იზრდება მოთხოვნილება დასაკრძალავ გვირგვინებზე, საფლავის ქვებსა და ღობეებზეც.


„კარგად იყიდება გვირგვინები, ფულს არ იშურებენ“, ამბობს კატერინა. „ჩვენი მაღაზია კარგ დროს გავხსენით, ომამდე სამი წლით ადრე. თავიდან „საგადასახადო არდადეგებმა“ გადაარჩინა მცირე მეწარმეები, ერთი წლის შემდეგ ისინი გააუქმეს, მაგრამ გაყიდვები არ გაზრდილა - ჩვენი სოფელი ძალიან ახალგაზრდაა. მე და ჩემმა ქმარმა ეს ფილოსოფიურად მივიღეთ - ეს დროის საკითხია. მდებარეობა კარგია, იქვე არის რამდენიმე სასაფლაო. დროთა განმავლობაში ჩვენი სოფელი „დაბერდება““.


წყვილმა კრედიტით ააშენა კიოსკი რიტუალური ნივთებით. და დაიწყეს ლოდინი.


„და, აი, დაიწყო ომი. 2022 წელს დიდად არ გვიგრძნია [გაყიდვების ზრდა], მაგრამ მობილიზაციის შემდეგ დაიწყეს ჩვენთან მოსვლა. ზოგი არ ზოგავს და უკვეთს „სრულ შემადგენლობას“ - ღობეებით და მარმარილოს ქვებით დაწყებული, გვირგვინებით დამთავრებული, რომლებიც ორ ფენად უნდა დაიდოს ნაკვეთის მთელს პერიმეტრზე. ვიღაც კი ყველაფერში მომჭირნეობს - ამბობენ, თავდაცვის სამინისტრო აქ, ირკუტსკის ოლქში, მხოლოდ 51 ათასს და კიდევ რაღაც კაპიკებს იძლევა. უნდა ჩავეტიოთ. მართალი რომ გითხრათ, ასეთი თანხები ორი წლის წინ იყო. ახლა, უნდა გაგიმართლოთ, რომ 70 [ათასში] ჩაეტიოთ.“


მათს სოფელში დაკრძალვის საშუალო ფასი, ამბობს ეკატერინა, 70-80 ათასი რუბლია.


„ეს ქელეხისა და ღობის გარეშე. ღობეს, როგორც წესი, მოგვიანებით აკეთებენ, როდესაც მიწა დაჯდება. მემორიალურ ქვას ხშირად ცვლიან მარმარილოთი, თავიდან კი იაფიანს აკეთებენ პირველი პერიოდისთვის,“ ამბობს კატერინა და უკმაყოფილოდ ამატებს „დაღუპულებზე ფულის დაზოგვას“. „ყველამ არა, მაგრამ სამხედროების ბევრმა ნათესავმა იცის ლიმიტის შესახებ და გალურჯებამდე გვევაჭრება. ჯერ ამბობენ, როგორ უყვართ თავიანთი „ლიოშენკა“ და რის გამო მიატოვა მან ისინი, მერე კი ითხოვენ „ფასდაკლებას ლიოშენკასთვის, რომელმაც თქვენთვის და სამშობლოსთვის გაწირა სიცოცხლე“. ხანდახან მე თვითონ ვზარალობ გაყიდვისას, მაგრამ ზოგიერთი კლიენტი უბრალოდ ზომას გადადის. საბითუმო ფასებს იპოვიან ხოლმა და მერე სახეში მჩრიან და მეუბნებიან, რომ ამაზე ვკეთდები. მაგრამ ამ ფასად ხომ არავინ მოგყიდით ერთ კუბოს. ერთი მოხუცი ქალი იმითაც კი დაიმუქრა, რომ პროკურატურას მისწერდა, ფასს რომ არ ვუკლებდი. მაგრამ [პროკურატურიდან] არავინ არასოდეს არ მოსულა. თვითონ კი [დაღუპულთა ახლობლები] მომწოდებლებისგან იაფად ვერ იყიდიდნენ. მე აწყობილი მაქვს კავშირები მათთან, ვინც საფლავის ქვებსა და ღობეებს აკეთებს - უფრო სწრაფად ვაგვარებ ამის ორგანიზებას, ვიდრე ცალ-ცალკე შეძლებდა ადამიანი ყიდვას.




მესაფლავე ბორისი (სახელი შეცვლილია მისი თხოვნით) უსტ-კუტიდან ამბობს, რომ მათთან დაკრძალვა საშუალოდ 80–90 ათასი რუბლი ღირს.


„სასაფლაოზე ადგილის მოპოვება არ არის პრობლემა, ისინი [სოფლის სასაფლაოები] აქტიურად ფართოვდება. მაგრამ მინუს 20-30-ში საფლავის გათხრის მსურველი ბიჭების პოვნა პრობლემაა. მით უმეტეს ახლა, როცა დღეში ხუთამდე დაკრძალვა შეიძლება იყოს! არ მახსოვს, რომ ამდენი ყოფილიყოს კორონავირუსის დროს. მაქსიმუმ - ხუთი იყო ხოლმე შაბათ-კვირას, მაგრამ არა სამუშაო დღეებში. და მაშინაც ძირითადად მოხუცები იყვნენ. ახლა კი ბევრი ახალგაზრდაა. ერთი მხრივ, ეს ყველაფერი სამწუხაროა. მეორე მხრივ, ჩვენთვის ოქროს დროა“, - აღიარებს ბორისი.




დაკრძალვის სერვისებსა და საქონელზე ფასების ყოველწლიური ზრდის ახსნისას, რედაქციის თანამოსაუბრეები ლაპარაკობენ „ფაქტორების ერთობლიობაზე“: გაზრდილ მოთხოვნაზე, მათ შორის სამხედრო დანაკარგების გამო, ზოგად ინფლაციაზე, საწვავის ფასების ზრდაზე, ნედლეულის ფასების ზრდაზე.


„ხეც ძვირდება, თუმცა ციმბირში ვართ, არა? ჩემთან ტაიგა ღობის გადაღმა იწყება. მარმარილო ძვირდება, თუმცა იმავე რეგიონიდან ჩამომაქვს, სლიუდიანკიდან (ბაიკალის მახლობლად). ბენზინზე არაფერია სათქმელი. ნავთობის ქვეყანა. მაგრამ ყველაფერი ნამდვილად ძვირდება. ჩვენ გადავრჩებით, რადგან ჩვენს ქალაქში ამ [რიტუალურ] ბაზარზე მონოპოლისტები მაინც არ არიან. კერძო მოვაჭრეები ვუპირისპირდებით კერძო მოვაჭრეებს“, ამბობს რიტუალური კომპანიის მფლობელი უსტ-კუტიდან სერგეი (სახელი შეცვლილია მისი თხოვნით).


პრაქტიკული კატერინა აღიარებს, რომ მან გაზრდილი ფასების კომპენსირება, „მინიმუმ ნედლეულისთვის“ მაინც, იმით მოახერხა, რომ დაკრძალვის პროდუქტების რუსი მომწოდებლები ჩინელებით ჩაანაცვლა.


„დასაკრძალი გვირგვინებიც აქვთ და ხელოვნური ყვავილებიც. თუ რუსეთში მეტრიან გვირგვინს ყოველგვარი საბითუმო ფასდაკლების შედეგად მინიმუმ 350 რუბლად ვყიდულობ, იქ 200 რუბლადაც შეიძლება შოვნა,“ განმარტავს ბიუროს მფლობელი.


ევგენი კოზლოვი აღნიშნავს, რომ ჩინეთი დაკრძალვის სერვისების რუსულ ბაზარზე ომამდეც გამოჩნდა.


„რუსული ქარხნებისთვის მიწოდების 99% ჩინეთიდან არის. ახლა სანქციების ფონზე ბელარუსი რჩება, მაგრამ მათ საღებავების, გვირგვინების და ყვავილების ისეთი მწირი არჩევანი აქვთ, რომ მათთვის რუსეთის ბაზარზე 1%-იანი მონაწილეობაც კი გასაჭირია. ადრე რუსი რიტუალური სერვისების მომწოდებლები იტალიურ საღებავსაც უკვეთავდნენ. ახლა ფასები ცამდე ავიდა,“ ამბობს კოზლოვი. „მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდი დამკრძალავი სახლები რუსი მწარმოებლებისგან ყიდულობენ და არა უშუალოდ ჩინეთიდან ან ბელარუსიდან“.


კოზლოვის თქმით, ფასები „რიტუალურ კომპონენტებზე“ ძირითადად იზრდება გაცვლითი კურსის სხვაობის გამო.


„შედეგად ყველაფერი ძვირდება – მიწოდებიდან მოპირკეთებამდე, საღებავებამდე და სხვა კომპონენტებამდე. ვინაიდან ჩინეთი აწვდის ყველაფრის 99%-ს და იუანის გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებაში გაიზარდა, ასევე გაიზარდა ყველა ფასი“, ამბობს კოზლოვი.


„იმიტომ, რომ ჩვენი ბიჭებისთვისაა"

მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მიუხედავად, დაკრძალვის ბიზნესის შემოსავალი განუხრელად იზრდება. კატერინას მცირე ბიზნესი ამის თვალსაჩინო მაგალითია. იგი ამბობს, რომ 2023 წლის სრული კალენდარული წლის განმავლობაში მისი კიოსკის ბრუნვა ორნახევარჯერ გაიზარდა.


„ხაზი გავაფართოვეთ – დავიწყეთ ჯვრების, სკამებისა და მაგიდების გაყიდვა, რომლებიც საფლავებთან არის განთავსებული. თუ ერთი წლის წინ კვირაში საშუალოდ 4-7 კლიენტი იყო, ახლა10-15 არის. ეს დამოკიდებულია სეზონზე და, როგორც ჩანს, მომენტზე [ფრონტზე],“ ამბობს კატერინა. „მე კონკრეტულად არ ვეკითხები, სამხედროა თუ არა, ხალხი ამას უბრალოდ არ მალავს - საფლავის ქვისთვის მოაქვთ ფოტოები სამხედრო ფორმაში, ჯილდოებს გვაჩვენებენ და ამის გამო ითხოვენ ფასდაკლებებს, ფასდაკლებებს, ფასდაკლებებს.


თანამოსაუბრის თქმით, ომამდე მისი საშუალო თვიური შემოსავალი იყო 500 ათასი რუბლი, ახლა ის არანაკლებ 800 ათასია.


„ბევრს უნდა სრული მომსახურება, ისე, რომ თვითონ მათ არ მოუწიოთ ოსტატებთან სირბილი. და მე ვაწვები კიდეც, რათა უფრო დაჩქარდნენ. ან თუ დალევას დაიწყებს, ქმარს მოვაშორებ სამსახურს და ღობის შესადუღებლად დავაყენებ! იმიტომ, რომ ჩვენი ბიჭებისთვისაა.“


„ციმბირის ამ ხუთიათასკაციანი სოფლის რამდენი მცხოვრები დაიღუპა უკრაინის წინააღმდეგ ომში, ოფიციალურად უცნობია. კატერინა ამბობს, რომ მისი ანგარიშით ახლა ადგილობრივ სასაფლაოზე 40 სამხედრო საფლავია.


დაახლოებით ასეთია სტატისტიკა 2024 წლის დეკემბრისთვის - დაღუპულთა 1% ყველა მაცხოვრებლიდან, 338 ადამიანი - უსტ-კუტში. ადგილობრივი აქტივისტი ანდრეი (სახელი შეცვლილია მისი უსაფრთხოების მოსაზრებებით) სტატისტიკას აწარმოებს საჯარო გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციისა და საფლავების ფოტოების საუძველზე და ამბობს, რომ უსტ-კუტში დაიღუპა 100 კონტრაქტორი და 238 მობილიზებული.


„გამოდის, რომ ყოველი მეოთხე იმათგან, ვინც ომში წავიდა, უკვე დაიღუპა. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა. არის ქალაქები და სოფლები, სადაც ომში წასულებიდან დაღუპულების წილი უფრო მაღალია,“ ამბობს ანდრეი.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Более 1000 человек приняли участие в ежегодном благотворительном МедЗабеге

Водоросли помогут очистить акватории, пострадавшие от нефтяного загрязнения в Черном море

Петербургский международный экономический форум стартовал

Представители альфа готовы идти на выпускной только в брендовой ювелирке, в отличие от зумеров


JPMorgan Chase partners with Coinbase to launch deposit token for institutional clients

Infamous author James Frey gets spanked by lit establishment amid kinky book launch

‘Big Short’ investor warns the precarious tariff environment reminds him of WWI—and a trade war would send the U.S. into a recession

Traversal emerges from stealth with $48 million from Sequoia and Kleiner Perkins to reimagine site reliability in the AI era


Знаменитый Toyota RAV4 вернулся на российский рынок по цене ниже китайских конкурентов

Киберэксперт Полунин настоятельно рекомендует сменить все пароли

Jetour провел конференцию по послепродажному обслуживанию для стран СНГ

Премия The Medical Stars & Beauty Awards: отмечая звезд медицины и красоты


My new favorite budget gaming keyboard proves the best gaming keebs don't have to be $200 enthusiast slabs of switches

Elon Musk's latest gaming take is ruthlessly mocked by Bioshock fans: 'Probably thinks Andrew Ryan was the hero'

Turtle Beach Stealth 600 (Gen 3) review

After 4 years of silence, one of the most disappointing games of 2020 gets a surprise expansion



Названы ключевые тенденции в дизайне логотипов 2025 года

«Победа», «585*ЗОЛОТОЙ» и Vasilchuki Chaihona №1 запустят «Свадебный рейс» в День семьи, любви и верности

Дети войны достойны памяти и уважения!

На юго-востоке Москвы из-за крупного ДТП перекрыли движение




«Победа», «585*ЗОЛОТОЙ» и Vasilchuki Chaihona №1 запустят «Свадебный рейс» в День семьи, любви и верности

Путин заявил, что Россия находится в контакте и с Израилем, и с Ираном

12 финалистов, одно шоу: в Сочи пройдёт финал Всероссийского конкурса «Детский Автор России»

Семь машин столкнулись на Каширском шоссе на юге Москвы


Сводка: новости России и ближнего зарубежья в одном дыхании

Итоговый мастер-класс по 3D-моделированию в строительстве пройдет в Москве

В сети появилось видео с места ДТП с Ferrari в деревне Руднево в Новой Москве

Костромские коммунисты выдвинули кандидата на пост губернатора


ATP отреагировала на сенсацию лучшего теннисиста Казахстана

Самсонова победила третью ракетку мира на турнире в Берлине

Рыбакина встретится с Соболенко в четвертьфинале турнира в Берлине

Самсонова не прошла в финальную стадию турнира в Берлине


Итоговый мастер-класс по 3D-моделированию в строительстве пройдет в Москве

РКН снова "не виноват" в том, что вы не можете нормально играть в сетевые игры — регулятор заявляет, что не блокировал работу сервиса Cloudflare

Московские тигрицы восхитились Смоленском

12 финалистов, одно шоу: в Сочи пройдёт финал Всероссийского конкурса «Детский Автор России»


Музыкальные новости

Игорь Бутман посетил творческую встречу с талантливыми детьми из музыкальных школ Петербурга

Поклонники Тимати заподозрили рэпера в измене из-за фото с моделью Аникиной

Хибла Герзмава и Денис Мацуев откроют XXIII Музыкальный фестиваль «Хибла Герзмава приглашает…»

Московский оркестр MetalliadA сыграет в Петербурге свои симфонические сюиты



Названы ключевые тенденции в дизайне логотипов 2025 года

На юго-востоке Москвы из-за крупного ДТП перекрыли движение

«Победа», «585*ЗОЛОТОЙ» и Vasilchuki Chaihona №1 запустят «Свадебный рейс» в День семьи, любви и верности

Путин заявил, что Россия находится в контакте и с Израилем, и с Ираном


Смбат Алиханян: "Катар - зачем русскоязычным предпринимателям открывать бизнес в Дохе?"

Пушкин, Лорка и Белгород: как поэзия соединила Россию с Латинской Америкой

Первый стартап-саммит. Сбер и мэрия Москвы проведут Moscow Startup Summit

Путин: недорогие БПЛА оказались эффективны для поражения дорогой техники


Выбросило в поле от удара: появились детали ДТП с Ferrari в Москве

РЕН ТВ: Автомобили Ferrari и Geely столкнулись в Москве

В результате ДТП в Москве элитный спорткар выбросило с трассы

На Дмитровском шоссе опрокинулся грузовик


Путин заявил, что Россия находится в контакте и с Израилем, и с Ираном

«Не было никаких свидетельств»: Путин заявил об отсутствии доказательств стремления Ирана получить ядерное оружие

В Москве Путин возложит венок к Могиле Неизвестного Солдата 22 июня

Сара Вагенкнехт просит канцлера Германии Мерца поговорить с Путиным





Актриса, врач и секс-символ СССР. Как сегодня живет роковая красотка из 80-х Татьяна Друбич

Москвичка оставила младенца бороться с бронхитом без традиционного лечения

Терапевт Чернышова рассказала, от чего можно умереть во время пробежки

Фанат германской медицины из Москвы отказалась лечить дочь от бронхита



Финальный аккорд фестиваля «Большая сцена»: победители получили авторские релизы песен, видео и фотосессии

Выбросило в поле от удара: появились детали ДТП с Ferrari в Москве

В результате ДТП в Москве элитный спорткар выбросило с трассы

Танцоры Бердска завоевали гран-при престижного конкурса


Заместитель Келлога приветствовал Лукашенко в Минске фразой "мой друг"

В Минске стали известны подробности встречи Лукашенко с с Бастрыкиным

Президент Белоруссии принимает в Минске спецпосланника президента США Келлога

Лукашенко вынес предупреждение делегации США



Собянин: Москва наращивает объемы турпотока с Китаем, с Индией и ОАЭ

«Недруги — столбенеют»: Захарова поздравила Собянина с днем рождения

Сергей Собянин. Главное за день

Собянин: Технологии избавили москвичей от 1,5 миллиарда лишних бумажных документов


За сутки в России ликвидировали 19 природных пожаров

Два российских амфибийных самолета начали борьбу с пожарами в Турции

Экомониторинг и ЖКХ перейдут на цифру в Московском регионе

Москвичи участвуют в 35 волонтерских акциях: от подарков до экологии


«ДАР» зажигает звёзды: в Сочи пройдёт финал детского музыкального конкурса

Московские тигрицы восхитились Смоленском

Рай для одних, ад для других: выходит документалка о Черкизовском рынке

Большое событие для Московской транспортной системы


В Архангельской области многоэтажки на спецсчетах могут остаться без лифтов после 2030 года

Вопрос объединения Архангельской области и НАО снят с повестки дня

На вёслах сквозь века: из Дубны в Архангельск стартовала поморская экспедиция на ёле и карбасе

В Алтайском крае учредили уполномоченного по борьбе с «болью и страхами» населения


Скалолазы из Ялты завоевали два золота на всероссийских соревнованиях

В Севастополе появятся кластеры среднего профессионального образования

Севастополь вошел в топ регионов по инвестиционной привлекательности

В Севастополе загорелся лес вблизи жилых домов


Рай для одних, ад для других: выходит документалка о Черкизовском рынке

Медведев победил третью ракетку мира и пробился в финал турнира в Халле

Музыка, литература и кино: редкие произведения ...

В федерации кикбоксинга прокомментировали отказ в допуске к чемпионату Европы под названием «Дурдом»












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Карен Хачанов

Теннисист Карен Хачанов вышел в полуфинал турнира в Галле






Московские тигрицы восхитились Смоленском

Сводка: новости России и ближнего зарубежья в одном дыхании

Итоговый мастер-класс по 3D-моделированию в строительстве пройдет в Москве

РКН снова "не виноват" в том, что вы не можете нормально играть в сетевые игры — регулятор заявляет, что не блокировал работу сервиса Cloudflare