Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

ერდოანი აცხადებს, რომ ახალი, უსაფრთხო სირიის შექმნისათვის ტერორისტული დაჯგუფებები უნდა განადგურდნენ

0

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ მომავლის, უსაფრთხო და სტაბილური სირიის შესაქმნელად აუცილებელია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა მუშათა პარტიისა და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების განადგურება.

რვა განვითარებადი ქვეყნის (D-8 - Developing 8 Countries) ეგვიპტეში გამართული შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თურქეთი სირიის ახალ ხელმძღვანელობას მხარს დაუჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას არა ჰგონია, რომ რომელიმე ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობას სირიის ისეთ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ქურთ მეამბოხეთა გაერთიანება YPG-ი (სირიელი ქურთების დემოკრატიული კავშირის შეიარაღებული ფრთა). ერდოანი აშკარად მიანიშნებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში გამაგრებულ ქურთ მეამბოხეებთან აშშ-ის თანამშრომლობას, წერს სააგენტო Reuters-ი.

ერდოანის თქმით, „ისლამური სახელმწიფო", ქურთთა მუშათა პარტია და მისი ვერსიები, რომლებიც სირიის გადარჩენას საფრთხეს უქმნიან, უნდა ამოიძირკვონ.“

აშშ-სა და ბევრ სხვა ქვეყანაში ტერორისტულად გამოცხადებული „ჰაიათ ტაჰრირ ალ- შამის” მეთაურობით, სირიელმა მეამბოხეებმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დიქტატორული რეჟიმი დაამხვეს. ქვეყანა სამომავლო მოწყობისთვის ემზადება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Азаренко проиграла в первом круге турнира WTA-1000 в Дохе






Фонд Игоря Бутмана проводит Четвертый Всероссийский конкурс джазовых коллективов в рамках Moscow Jazz Festival

Бато Дугаржапов создал более 2 тыс. шаржей на "Арт мире" в Нижнем Новгороде

За неделю в Электростали устранено более 40 засоров канализации

Церемония прощания с Олегом Стриженовым началась на Троекуровском кладбище