Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

სანქცირებაზე გადაწყვეტილების შემდეგ ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახეს

0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციებზე გადაწყვეტილების შემდეგ, უწყებაში დაიბარეს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი.

ბრიტანელ დიპლომატს 20 დეკემბერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა და შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო.

„მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას“, - იუწყება სამინისტრო.

„გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს პრესცენტრის ცნობითვე, „შეხვედრის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას“.

გუშინ, 19 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს.

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, სანქციებს უწესებენ, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.

სანქცირებული არიან:


ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესება დაიწყო 2023 წელს და 2024 წელში გააქტიურდა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Калинская

Анна Калинская снялась для обложки журнала Harper’s Bazaar и попросила не спрашивать её о романе с Янником Синнером






Глава Чечни Рамзан Кадыров сообщил о встрече с Вайно и Дюминым

Скончался Почетный гражданин Чувашии и бессменный худрук Чувашского драмтеатра Валерий Яковлев

Министром нацэкономики стал Жумангарин. Он запомнился фразой «Не бесите меня!»

Небывалые трескучие морозы в Новый год: придут такие лютые холода, что лучше не выходить из дома