Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

0
ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა ლტოლვილთა ბანაკის ერთ-ერთ შენობაზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ნუსეირატში, ღაზის სექტორის ცენტრალურ არეალში - იტყობინება სააგენტო Reuters-ი ექიმებზე დაყრდნობით.


ამავე დროს ღაზის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზის ჩრდილოეთში კამალ ადვანის საავადმყოფოსთვის ინტენსიური ცეცხლის დაშენა ხდება „უპრეცედენტო ფორმით“ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.


ეს საავადმყოფო ერთ-ერთია იმ სამ, ძლივს მოქმედ საავადმყოფოებს შორის ღაზის ჩრდილოეთში, სადაც ოქტომბრიდან მოქმედებს ისრაელის არმია. სამინისტრო აცხადებს, რომ „დაბომბვა ხდება ყუმბარებისა და სატანკო ცეცხლის მეშვეობით, რომლითაც პირდაპირ გვიმიზნებენ, როცა საავადმყოფოს ოთახებში ვიმყოფებით“.


ღაზის სექტორში ომი შარშან ოქტომბერში დაიწყო, როცა ისრაელმა, მასზე ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული დაჯგუფება) თავდასხმის (1200 დაღუპული, 250 მძევლად აყვანილი) საპასუხოდ საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედება დაიწყო.


მას მერე ღაზაში დაიღუპა 45 ათასზე მეტი პალესტინელი. საერთაშორისო მცდელობას აშშ-ის და არაბული ქვეყნების შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის მიზნით შედეგი არ მოჰყოლია.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Даллас (ATP). 1/2 финала. Рууд встретится с Муньяром, Пол – с Шаповаловым






Боксер из Сунтара претендует на титул чемпиона страны среди профессионалов

«Ждите гостей» с 11 февраля: за такую ванну насчитают не по счётчику, а согласно нормативу — новые правила и штрафы

Китайский Новый год на Манежной площади

Топ-10 новостей недели: нейрологопедический центр для детей, облик древнего воина-лучника, сквер в Оленьке