Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
30
31

საქმე გვაქვს ხალხთან, რომელსაც მხოლოდ ჯოხის ენა ესმის - სააკაშვილი

0

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მესვეურებს „მხოლოდ ჯოხის ენა“ ესმით. იგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისგან და ოპოზიციისგან მათდამი „მოწოდებები“ არ ამართლებს და „პოლიტიკური ჯოხის ენით“ უნდა ესაუბრონ.

„მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, - ჩვენ საქმე გვაქვს იმ ხალხთან, იმ ბანდასთან, რომელსაც ესმის ერთადერთი ენა … ეს არის ჯოხის ენა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 24 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე.

სააკაშვილი, როგორც წინა სხდომებს, ახლაც დისტანციურად ჩაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას. იგი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.

„მეგობრებო, ჩვენ მათ კი არ უნდა ვაწყნარებდეთ, ნუ გეშინიათო, პირიქით, უნდა ეშინოდეთ მანამ, სანამ ხალხის წინაშე არ დაიხევენ უკან. ჩვენ კი არ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ მოდით, დაგველაპარაკეთო, ისინი უნდა გვახევდნენ კალთას, რომ რაღაცაზე მაინც დაველაპარაკოთ“, - განაცხადა მან.

ორი დღით ადრე, 22 დეკემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლეში იწვევს ბიძინა ივანიშვილს, რათა ერთად მოიფიქრონ ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი.

„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სააკაშვილმა დღეს ასევე განაცხადა: „ძალიან ლამაზი და ამაღელვებელია ხორუმის ყურება რუსთაველზე, მაგრამ იმათ ნერვი არ უტოკდებათ… ჩვენ ჩვენი საზომებით ნუ ვუდგებით მათ, ისინი სხვანაირად აზროვნებენ, სხვაგან არიან ჩარჩენილები. ამ სიტუაციაში მათ უნდა ველაპარაკოთ იმ ენით, რაც ესმით. მხოლოდ ძლიერი, პოლიტიკური ჯოხის ენით. სხვანაირ შემთხვევაში ეს შეშინება გაუვლით“.

მიხეილ სააკაშვილმა იქვე განმარტა, თუ რას გულისხმობს „ჯოხში“: „ეს არის ყოველ ჯერზე უფრო მეტი შეტევა, ეს არის გაფიცვა, ეს არის იმ ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვავს ქართველ ხალხს… ეს არის შენობებში მათი არშეშვება და არგამოშვება“.

ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ნორმალური“ არ არის, საპროტესტო აქციების პარალელურად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამსახურებში დადიოდნენ:

„ვიღაც ტიპებს მიტაცებული აქვთ შენობები, თავის თავს უწოდებენ საქართველოს მთავრობას და ვითომ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. ასობით ათასი ქართველი არის ქუჩაში, ყველა არის ძალიან გაბრაზებული და ესენი ჩვეულებრივად დადიან სამსახურში, შედიან-გამოდიან და იქ აკეთებენ განცხადებებს. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ეს შენობები ეკუთვნის ქართველ ხალხს“, - თქვა მან.

სააკაშვილის თანახმად, „ქართულ ოცნებაში“ „არ აინტერესებთ, რომ პროტესტის დროს ეკონომიკა ნადგურდება. რაც უფრო ნადგურდება, მათთვის უკეთესი“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ეუთოსა და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დასკვნებზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„არ იქნებოდა ეუთოს ასეთი დასკვნა, რომ არა ხალხის მასობრივი, ასობით ათასი ადამიანის გამოსვლა. დღეს დაიდო IRI-ის დასკვნა, სადაც გაცამტვერებულია ეს ე.წ. არჩევნები. ჩვენ ხმა არ ამოგვეღო, თქვენ რომ არ გამოსულიყავით ქუჩაში, კაციშვილი ამ დასკვნებს არ დადებდა“.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Джессика Пегула снялась с турнира WTA-500 в Брисбене из-за травмы






Строительство и реконструкция двух участков дорог завершатся в Троицке в 2025 году

Основные мероприятия празднования «Новогодней столицы России»

В Головинском провели предновогоднее мероприятие

Хоккеисты воронежского «Бурана» закрыли год победой на московском льду