რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ამერიკელს, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებდნენ
სპექტორს 24 დეკემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გამოუტანა განაჩენი, დახურულ კარს მიღმა გამართული პროცესის შემდეგ. ბევრი ინფორმაცია არ არის ცნობილი იმ ბრალდებებზე, რომლებიც წაყენებული ჰქონდა ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენელ სპექტერს - რადგან სასამართლო აცხადებდა, რომ საქმე მოიცავდა საიდუმლო დოკუმენტაციას, რომელიც საზოგადოებისთვის დახურული უნდა დარჩენილიყო.
სასამართლო პროცესის ფონია გაუარესებული კავშირები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის - ამჟამად ეს ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის შემდგომ პერიოდში
მოსკოვს ასევე ადანაშაულებენ აშშ-ის მოქალაქეების მიზნად ამოღებაში შეთითხნილი ბრალდებებით - რათა ისინი შემდგომში გაცვალოს აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნების ციხეებში მყოფ რუსეთის მოქალაქეებში.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს ჩატარდა პატიმართა გაცვლა, რომლის ფარგლებშიც მოსკოვი დათანხმდა 16 პირი გაეცვალა რუსეთის რვა მოქალაქეზე, რომლებიც დანაშაულებისთვის იხდიდნენ სასჯელებს აშშ-ის და ევროპის ციხეებში. მას შემდეგ რუსეთის ციხეებში რჩება აშშ-ის სულ მცირე 10 მოქალაქე.