ჟურნალისტმა ელისო ჯანაშიამ თითქმის ორი საათი გაატარა ფოთის პოლიციაში გამოკითხვაზე. გამომძიებლებთან საუბრისას დეტალურად გაიხსენა 23 დეკემბერს, ფოთში, აღმაშენებლის 19 ნომერში თავდასხმის დეტალები. ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი ქულანავა დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.