Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

თალიბანი: ავღანეთის ტერიტორიაზე პაკისტანის დარტყმებს ემსხვერპლა 40-ზე მეტი ადამიანი

0
აღმოსავლეთ ავღანეთზე პაკისტანის საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა 46 სამოქალაქო პირი - აცხადებს თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა ქაბულში 25 დეკემბერს. ისლამაბადი ამბობს, რომ მისი სამიზნე იყო ექსტრემისტების თავშესაფრები სასაზღვრო არეალებში.


თალიბანის პრესმდივანმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 24 დეკემბრის თავდასხმების მსხვერპლთა შორის ბევრი ქალი და ბავშვია. ამავე წყაროს ცნობით, თავდასხმათა სამიზნე იყო ოთხი ადგილი პაკტიკის პროვინციის ბარმალის ოლქში.






პაკისტანის ხელისუფლებას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია ავღანეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე. თუმცა პაკისტანის არმია აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა 13 მეამბოხე მოკლეს სადაზვერვო ინფორმაციაზე დაფუძნებული ოპერაციისას, რომელიც ღამით ჩატარდა სამხრეთ ვაზირისტანში - პაკისტანის ოლქში, რომელიც პაკტიკას ესაზღვრება.


რადიო თავისუფლება ვერ ახერხებს ამ განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმებას.


თავდასხმები, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო დაძაბავს კავშირებს ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის.


პაკისტანი აცხადებს, რომ ექსტრემისტები ისლამისტურ ჯგუფ "ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანიდან" (TTP) თავს აფარებენ სასაზღვრო არეალებს ავღანეთში. ისლამაბადმა ავღანეთის თალიბანს რამდენჯერმე მიმართა თხოვნით, ნაბიჯები გადადგას ამ ძალების წინააღმდეგ, მაგრამ ავღანეთის თალიბანი ირწმუნება, რომ TTP-ის ძალები პაკისტანის ტერიტორიაზე არიან.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Мирра добралась до Соболенко. Нас ждет суперматч в Австралии






В 2025 году Невский проспект в Петербурге пообещали отремонтировать

Школы и детсады построят на территории бывшего завода «МиГ» в Москве

Еще 3 км ограждений вдоль ж/д путей обустроят в Подмосковье за год

ЖК в виде огромной стены из золота может появиться в Москве