Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28
29
30
31

საჯარო მოსამსახურეები დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს აფუძნებენ

0

პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციებისა და საჯარო სამსახურის კანონში შეტანილი ცვლილებების პარალელურად, საჯარო მოსამსახურეები დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს აფუძნებენ.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პროფკავშირის შექმნის ერთ-ერთმა ინიციატორმა მიაწოდა.

მისი ცნობით, დამფუძნებლებმა დღეს, 25 დეკემბერს, იუსტიციის სახლს განაცხადის რეგისტრაციის მიზნით მიმართეს.

ორგანიზაციის სახელწოდება იქნება „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“.

პროფკავშირი, დამფუძნებელთა თანახმად, ამჟამად არასრულად წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს, რომლებმაც „საჯარო განცხადებებით გამოხატეს ერთგულება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი“.

პროფკავშირი გეგმავს, რომ დაფუძნებისთანავე დღის წესრიგში დააყენოს „იმ რეპრესიული აქტის საკითხი, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას“.

„პროფესიული კავშირი მზად არის, მიმართოს კანონის ფარგლებში არსებულ ყველა ზომას და დაიცვას საჯარო მოსამსახურეების უფლებები“, - ამბობენ ორგანიზაციაში.

„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილებები.

სახალხო დამცველის შეფასებით, საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს „აღარ ექნებათ საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება, რაც მათ სხვა საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს“.

28 ნოემბრიდან, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, არაერთმა საჯარო მოსამსახურემ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენოს.

ასობით საჯარო მოხელემ მოაწერა ხელი განცხადებებს, რითაც აკრიტიკებენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას.

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ მოიწონა თავდაცვის სამინისტროს, განათლების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა თუ სხვა არაერთი უწყების თანამშრომლების ნაწილმა.

მოქმედმა და ყოფილმა საჯარო მოხელეებმა, საზოგადოების სხვა ჯგუფების მსგავსად, საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. „საჯარო მოსამსახურეების მარში“ 11 დეკემბერს ჩატარდა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Путинцева о том, как с травмой колена победила Швентек на «Уимблдоне»: «Думала: блин, пусть после этого матча вообще больше ничего не сыграю, но ее я сегодня обыграю»






Международный день кино отмечают 28 декабря

В СМИ сообщает, что Алексей Комаров уходит с поста министра образования

В СВР заявили о плане спецслужб США и Британии атаковать военные базы РФ в Сирии

Японский Новый год в «Тропикана Парк»