Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

მიმდინარე წელს აშშ-დან გაამგზავრეს მიგრანტთა რეკორდულად დიდი რაოდენობა

0

აშშ-ის საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის ცნობით, მიმდინარე წელს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განახორციელა ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი რაოდენობის მიგრანტთა დეპორტაცია - იუწყება "ამერიკის ხმის" რუსული სამსახური.

საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის ანგარიშის თანახმად, წელს მოხდა 270 000-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია, რომლებიც 192 ქვეყნიდან იყვნენ. ეს ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია 2014 წლის შემდეგ.

სამსახური დეპორტაციის მაჩვენებლის ზრდას ხსნის დიპლომატიური ძალისხმევით, რადგან ბოლო წლებში ვაშინგტონმა შეძლო სხვა ქვეყნების მთავრობების დათანხმება უფრო მეტი დეპორტირებული მოქალაქის მიღებაზე. მაგალითად, უწინდელზე მეტი მიგრანტი გაგზავნეს აფრიკის და აზიის იმ ქვეყნებში, სადაც წლების განმავლობაში არ იღებდნენ აშშ-დან დეპორტირებულ ადამიანებს.

დეპორტაციის მსგავსი მაჩვენებელი აღირიცხა დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში - 2019 წელს ქვეყნიდან გააძევეს 267 000-მდე ადამიანი. ამჟამად, პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების წინ, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მოაწყობს "მიგრანტთა დეპორტაციის ყველაზე მასობრივ ოპერაციას".

ანალიტიკური ორგანიზაციის, Pew Research Center-ის მონაცემებით, აშშ-ში ამჟამად უკანონოდ ცხოვრობს 11 მილიონამდე მიგრანტი. ექსპერტთა ვარაუდით, ასეთი მასშტაბების პირობებში ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია შესაძლოა სერიოზულ სირთულეებს შეეჯახოს არჩეული პრეზიდენტის გეგმის განხორციელებისას.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Теннисистка Андреева станет первой ракеткой России после выхода в финал WTA






«Табаков для нас был папой». Актриса Елова рассказала о своих учителях

Ватикан: У Папы Римского началась почечная недостаточность

Более десяти летевших в Сочи самолетов ушли на запасные аэродромы

В Space X предупредили об опасности упавших в Польше обломков Falcon 9