Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

რუსეთმა აშშ-ის ჰელსინკის კომისია გამოაცხადა "არასასურველ ორგანიზაციად"

0
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. "არასასურველი ორგანიზაციების" სიაში შეიტანა აშშ-ის ჰელსინკის კომისია. ეს ორგანიზაცია შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერაა შექმნილი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ადამიანის უფლებების, სამხედრო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ურთიერთგავლენის სფეროებში. ჰელსინკის კომისიის მუშაობა რუსეთში აიკრძალება, მასთან თანამშრომლობისთვის რუსეთის მოქალაქეები შეიძლება სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარონ.


რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ კომისიის მუშაობა "მიემართება რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას, ორგანიზაციის წევრები მასობრივად ავრცელებენ მასალებს, რომლებიც იწვევს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, უფლებადამცველი ორგანოების და სასამართლო სისტემის მუშაობის დისკრედიტაციას". 


2023 წლის მაისში ჰელსინკის კომისიამ ოფიციალურად მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და სთხოვა ნება აერთო უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების გადაცემისთვის. როცა 2023 წლის სექტემბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, კომისია ამას მიესალმა.


აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ოფიციალური სახელია "ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია", ის 1976 წელს შეიქმნა. მისი მიზანია მეთვალყურეობა გაუწიოს 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმების განხორციელებას, რაც მოიცავს თანამშრომლობას და სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვას.


"არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ კანონი რუსეთში 2015 წლიდან მოქმედებს. იმ უწყებების მუშაობა, რომლებსაც ხელისუფლება ამ რეესტრში მოახვედრებს, ქვეყანაში იკრძალება. "არასასურველად" მიჩნეული ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, მეორე შემთხვევა კი ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კანონში ბუნდოვანია ფორმულირება იმის შესახებ, მაინც რა შეიძლება წარმოადგენდეს მონაწილეობას ორგანიზაციის მუშაობაში.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев проиграл Беллуччи во втором круге турнира в Роттердаме






Нижегородцы увидели новаторский спектакль «Белая уточка» в рамках гастролей Театра Образцова

Социальный фонд упрощает работодателям возмещение затрат на охрану труда

Позднякова: Атмосферное давление в Москве достигло 774,5 миллиметра ртутного столба

В Оренбурге под стражу взяли администратора Telegram-канала «УТЮГ»