კოსოვოში პარტია "სერბთა სიას" მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება
"ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (CEC) დაევალა დაამტკიცოს პოლიტიკური გაერთიანება 'სერბთა სია' და ამ გაერთიანების კანდიდატები... კოსოვოს რესპუბლიკის ასამბლეის არჩევნებისთვის, რომელიც 2025 წლის 9 თებერვალს გაიმართება" - განაცხადა საარჩევნო საჩივრების და აპელაციის ჯგუფმა (ECAP) 25 დეკემბერს.
ჯგუფის გადაწყვეტილებით, პარტიამ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, რომლებიც საჭიროა პოლიტიკური რეგისტრაციისთვის და, შესაბამისად, ის იმსახურებს დამტკიცებას.
საარჩევნო კომისიამ 23 დეკემბერს გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, არჩევნებზე არ დაეშვა "სერბთა სია". კომისიამ ამ გადაწყვეტილების მიზეზად მოიტანა პარტიის ნაციონალისტური ორიენტაცია და ახლო კავშირები ბელგრადთან.
კომისიის ზოგიერთი წევრი აღნიშნავდა, რომ პარტია "სერბთა სიის" ლიდერი, ზლატან ელეკი კოსოვოს არასოდეს მოიხსენიებს როგორც დამოუკიდებელს და მას კვლავ უწოდებს სერბეთის ავტონომიურ პროვინცია კოსოვოს.