Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

ივანიშვილი ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ვერ წარმოუდგენია - ჯო უილსონი

0
"ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი, აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორი, პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.


„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.




29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი. ინაუგურაციაზე არ არიან მიწვეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.


2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, - რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი და სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი არ ცნობენ, - „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, უყარა.


„აქ ვარ და აქ ვრჩები“, - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა წინა საღამოს და მეექვსე პრეზიდენტად ყაველაშვილის არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.


22 დეკემბერს კი სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიან შეკრებას მიმართა და პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და თქვა, რომ მათ 29 დეკემბრამდე უნდა შეათანხმონ ახალი არჩევნების თარიღი.






 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Индиан-Уэллс (ATP). 3-й круг. Медведев сыграет с Микельсеном, Хачанов – с Шелтоном, Алькарас – с Шаповаловым, Циципас – с Берреттини






Полиции пришлось устраивать погони за водителями, выпившими по поводу 8 Марта

Максим Ликсутов: Москва заключила тридцатый ...

Кандидат в президенты МОК Ватанабэ заявил о намерении вернуть российских спортсменов на международную арену

В Волгограде прошли «Чтения Победы» в честь подвигов в Сталинградской битве