Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
30
31

რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან გიგა სოფრომაძე, რომელსაც მერი საჯაროდ უხდიდა მადლობებს?

0

სამსახურიდან გაათავისუფლეს თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე, რომელიც ახალშექმნილი საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებელია.

ამ პროფკავშირის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი იუსტიციის სახლში გუშინ, 25 დეკემბერს, შევიდა.

სწორედ 25 დეკემბრით თარიღდება გიგა სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლების წერილიც, რომელსაც საქალაქო სამსახურის უფროსთან ერთად ხელს აწერს დედაქალაქის მერი კახა კალაძეც.

გათავისუფლების მიზეზი კი წერილში ასეა ახსნილი:

„ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში დასაქმებულია შტატგარეშე თანამშრომელი გიგა სოფრომაძე, შრომითი ხელშეკრულებით. მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ზემოაღნიშნული სამსახურის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის მოვალეობის შესრულება. გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურის მიერ განხორციელებულ ყველა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამას უკვე ჰყავს თავისი კოორდინატორები, ზემოაღნიშნული შტატგარეშე პოზიციის არსებობა საჭიროებას აღარ წარმოადგენს“.

გიგა სოფრომაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან მუშაობს. ამბობს, რომ მას, როგორც წარმატებულ თანამშრომელს, არაერთი მადლობა აქვს მიღებული პირადად დედაქალაქის მერისგან.

ის დარწმუნებულია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება მისი და მისი თანამშრომლების ბოლოდროინდელ აქტიურობას.

თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს გაემიჯნა "ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას და მათ 30 ნოემბერს ღია წერილიც გამოაქვეყნეს. ამ წერილის პირველი ხელმომწერი სწორედ გიგა სოფრომაძე იყო.

ერთი თვის თავზე კი, ამ აქტიურობას თან დაერთო საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის შექმნაც.

გიგა სოფრომაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 26 დეკემბერს, დღის პირველი საათისთვის, მოულოდნელად შეიტყო:

„აი, ახლაც კი, თქვენ რომ გესაუბრებით, სამსახურში ვარ. დაახლოებით პირველი საათისთვის შემატყობინეს, რომ ჩემს სახელზე შიდა სისტემაში ოფიციალური წერილი იყო გამოგზავნილი. მიზეზი სრულიად აბსურდული და უღირსია. ოფიციალური მიზეზი დოკუმენტებში წერია და ამაზე მეტი ჩემთვის არც არავის აღარაფერი უთქვამს. არც წინასწარ გავუფრთხილებივარ ვინმეს. არც საუბარი ყოფილა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება იგეგმებოდა. არც ალტერნატიული სამსახური შემოუთავაზებია ვინმეს.

იმ საქმიანობას, რასაც მთელი რვა წელი ვემსახურებოდი, თურმე მერვე წელს აღარ არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამებში არ შესულა ცვლილებები იმ კუთხით, რომ სამუშაო შემცირებულიყო ან სხვა კადრები დაგვმატებოდა. რამდენი ადამიანიც მუშაობდა ამ პროგრამებზე 2016 წელს, ზუსტად იმდენი ადამიანი მუშაობს ახლაც. არადა, დღეს უკვე სახეცვლილი პროგრამებია, საქმე გაცილებით მეტია, მომართვიანობაც სამი-ოთხჯერაა გაზრდილი.

მაგალითად, თუკი წინა წლებში ჯანდაცვის პროგრამებში 500 ბავშვი იყო ჩართული, დღეს 3500-მდეა ასული მათი რაოდენობა“.

გიგა სოფრომაძე ამბობს, რომ ის არათუ სამსახურიდან გათავისუფლებას, არამედ 2025 წლის იანვრიდან ახალი თანამშრომლების დამატებასაც კი ელოდა:

„2025 წლის პირველი იანვრიდან, ყველა მუნიციპალიტეტს დაეკისრა ვალდებულება, რომ დაიწყონ შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა, რომელიც შშმ პირთა მომსახურების ნაწილში იქნება ყველაზე დიდი პროგრამა, რადგან, ფაქტობრივად, თითქმის ყველა შშმ პირს მუნიციპალიტეტებმა უნდა გამოუყონ პერსონალური ასისტენტები, რომლებიც დაეხმარებიან დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდაში. ამ პროგრამას ცალკე ადმინისტრატორები, ცალკე კოორდინატორები სჭირდება და მე ველოდებოდი, რომ პირიქით, კადრების დამატება მოხდებოდა“.

გიგა სოფრომაძის გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ მას აღარ გაუფორმდება ახალი ხელშეკრულება. თუმცა ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მერიასთან გაფორმებული უვადო ხელშეკრულებით სარგებლობდა:

„პირველი იანვრიდან აღარ დაიდება ახალი ხელშეკრულება. უბრალოდ, ჩემთან ახალი ხელშეკრულების დადებაც არ იყო საჭირო, რადგან რვა წელია ვმუშაობ და უვადო ხელშეკრულება მქონდა. და ეს ხელშეკრულება შეწყდა ასე აბსურდული საფუძვლით“.

გიგა სოფრომაძე ამბობს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს:

„უკვე დაწყებულია მუშაობა შესაბამის სარჩელზე. ყველა ინსტანციაში ვიბრძოლებ და თუკი ადგილობრივ დონეზე ვერ მივაღწევ სამართალს, შემდეგ ევროპულ სასამართლოს მივმართავ. ეს უნდა იყოს მაგალითი სხვა საჯარო პირებისთვის, რომ მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც პროფკავშირის შექმნით საჯარო მოხელეებს ვპირდებით მათ სამართლებრივ დაცვას, ბოლომდე ვიბრძოლებთ საკუთარი უფლებებისათვის და ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ არ შეშინდნენ, არ დანებდნენ“, - ამბობს გიგა სოფრომაძე.

რადიო თავისუფლებამ მასთან პირველი ინტერვიუ დეკემბრის დასაწყისში მას შემდეგ ჩაწერა, რაც მერიის თანამშრომლების ნაწილმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნა, რასაც მალევე მოჰყვა დედაქალაქის მერის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ მერიაში დაგეგმილი იყო რეორგანიზაცია და „იგეგმებოდა ბევრი ცვლილება“:

„ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ, რომ რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა“, - ამბობდა კახა კალაძე.

მაშინ გიგა სოფრომაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს იყო „მუქარისა და დაშინების მცდელობა“.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Джессика Пегула снялась с турнира WTA-500 в Брисбене из-за травмы






Как не ошибиться в выборе оптового поставщика автозапчастей?

В Москве девятиклассник выпрыгнул из окна школы во время урока

Сколько россияне потратят на новогодние подарки?

Детское радио расколдовало главного Деда Мороза – Новому году быть!