Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

სამხრეთ კორეის დაზვერვა ადასტურებს უკრაინელების მიერ ჩრდილოკორეელი სამხედროს დატყვევებას

0

სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა დღეს, 27 დეკემბერს, დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს ჩრდილოეთ კორეის არმიის ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.

ამის შესახებ სააგენტოები AFP და Yonhap-ი წერენ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.

მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, ჩანს უკრაინელი სამხედროების მიერ დატყვევებული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.

სამხრეთ კორეის დაზვერვამ ფაქტი დაადასტურა „მეგობარი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან“ ინფორმაციის გაცვლით. როდის და კონკრეტულად სად დაატყვევეს ჩრდილოკორეელი სამხედრო, რომელიც, სავარაუდოდ, დაჭრილია, ჯერჯერობით უცნობია. უკრაინას ამ ფაქტის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.

პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ფხენიანმა ათასობით სამხედრო გაგზავნა და ისინი კურსკის ოლქში მოქმედებენ, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა.

უკრაინული მხარის მონაცემებით, ჩრდილოკორეელი სამხედროების რიცხვი 12 000-მდეა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს. უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.

უკრაინის პრეზიდენტმა 23 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია 3000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.

ზელენსკის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სამხრეთ კორეის მედიასაშუალებები დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია დაახლოებით 1100 ჩრდილოკორეელი სამხედრო.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина за три с половиной часа одолела американку Стирнс на турнире WTA






Родители требуют сохранить детские школы искусств

Как устроен Московский нефтеперерабатывающий завод: объясняем в карточках и с примерами

 Самое большое светило: 4 января Земля подойдет максимально близко к Солнцу

Праздник Федулов день 5 января 2025 года имеет исторические традиции и оброс приметами